მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (ლეფორტოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (ლეფორტოვო) — რუსეთი
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (ლეფორტოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′55″ ჩ. გ. 37°42′00″ ა. გ. / 55.76528° ჩ. გ. 37.70000° ა. გ. / 55.76528; 37.70000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736067000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1613

მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (რუს. Храм Петра и Павла) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის ლაფორტოვოს რაიონში. აგებულია 1711 წელს.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მოცქულების პეტრესა და პავლეს სახელზე. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1613 წელს ტაძარი აკურთხეს ქმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. კურთხევის ცერემონიალს ესწრებოვა მეფე მიხეილ თევდორეს ძე რომანოვი.

1696 წელს პოლკოვნიკ ფრანც ლეფორტის ინიციატივით ეკლესია გადააკეთეს და საფუძველი ჩაუყარეს ხის ეკლესიას მოსკოვის პირველი პოლკის ჯარისკაცებისათვის. ტაძარი აკურთხეს მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელზე.

1711 წელს ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს ამჟამინველი ქვის ტაძარი.

საბჭოთა მმართველობის წლებში ტაძარი არ დახურულა, შემონახულია ასევე სამრეკლოც.

1991 წელს აკურთხე მცირე ტაძარი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე, 2000 წელს კი სამლოცველო ისესო ქრისტეს ჯვარცმის სახელზე.

ვვედენსკის სასაფლაოზე მოქმედებს ტაძარზე მიწერილი სამლოცველო, რომელშიც მოწყობილია ერლანგელების მავზოლეუმი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ხუთთავიანია, გარდა ამისა ყველა ეგვტერს ადგას თითო გუმბათი. სამრეკლოზე რვა ზარი კიდია. სამრეკლოს სამი მხრიდან აქვს შესასვლელი. დასავლეთის შესასვლელზე გამოსახულია ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, ჩრდილოეთის შესასვლელზე - პეჩერის ღვთისმშობლის ხატი, ხოლო სამხრეთის შესასვლელზე - ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი.

ტაძრის სიმაღლე ჯვრის ჩათვლით არის 38 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]