შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კუზნეცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კუზნეცი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კუზნეცი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′12″ ჩ. გ. 37°37′57″ ა. გ. / 55.73667° ჩ. გ. 37.63250° ა. გ. / 55.73667; 37.63250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710106000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება 1805-1847

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი არის იმ მცირე რაოდენობის ტაძრებიდან ერთ-ერთი, რომელიც გადაურჩა საბჭოთა წლებს და არასოდეს არ დახურულა.

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები სერგი რადონეჟელისა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

1490 წლიდან (კუზნეცკის სლობოდის სავარაუდო დაარსბის თარიღი) საუკუნის დასაწყისამდე მომავალი ტაძრის ადგილზე იდგა მცირე ზომების ორი საეკლესიო ნაგებობა. პირვლი ააგეს 1491 წელს, მეორე ეკლესია კი იყო ქვის და აგებული პატრიარქ იოაკიმეს კურთხევით 1683 წელს. ტაძარს ჰქონდა ეგვტერი, რომელიც ნაკურთხი იყო სერგი რადონეჟელის სახელზე. 1776 წელს მიაშენეს მეორე (ჩრდილოეთის) ეგვტერი წმინდან ბასილი ამასიელის სახელზე. 1805 წელს ეკლესია დაშალეს და მრევლის ფინანსებით ააგეს ახალი ტაძარი.

1847 წელს ეკლესია გადააკეთეს. სამრეკლოს დაადგეს მესამე იარუსი. ასევე ააგეს სატრაპეზოც. ახალ სატრაპეზოში დააყენეს ახალი ეგვტერის საკურთხეველი. ჩრდილოეთის საკურთხეველი, რომელიც ნაკურთხი იყო ბასილი ამასიელის სახელზე, მოგვიანებით მიტროპოლიტმა ფილარეტმა აკურთხა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე, მაგრამ წმინდა ბასილი ამასიელის ხსენების დღე აღინიშნებოდა როგორც ტაძრის ძირითადი დღესასწაული და დღემდე წმინდანი ითვლება ეკლესიის მფარველად.

1991 წელს მრევლის ფინანსებით ააგეს და აკურთხეს სანათლავი მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმირის სახელზე.

ტაძარში რამდენიმე სიწმინდეა დაცული, მათ შორის აღსანიშნავია: წმინდა ალექსის ხატი, ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი.

1997 წლიდან ტაძრის წინამძღვარია ვლადიმირ (ვორობიოვი).

  • С.В.Истомин. «Я познаю мир. Московские монастыри и храмы». — Москва: АСТ, 2006. — С. 382. — ISBN 5-17-040178-1, ББК 86.37я2, УДК 087.5:28.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]