მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოკროვსკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოკროვსკოე) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პოკროვსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′49″ ჩ. გ. 37°41′41″ ა. გ. / 55.78028° ჩ. გ. 37.69472° ა. გ. / 55.78028; 37.69472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7702245000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე, მეორე კი ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულის სახელზე, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ რუბცოვო-პოკროვსკოეს, რომელშიც მდებარეობს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღვთისმშობლის კვართის ტაძრები, აქვს დიდი ხნის ისტორია. სახელწოდება რუბცოვო სოფელმა მიიღო 1586 წელს. აქედან გამომდინარე, ხის ნიკოლოზის სახელობის ეკლესია სოფელში უკვე უნდა არსებულიყო. XVII საუკუნის დასაწყისში სოფელ რუბცოვოს ახლოს, მდინარე იაუზის ნაპირზე მეფე მიხეილ თევდორეს ძემ ააშენა ქალაქგარე სასახლე, რომელშიც ცხოვრობდა მეფობის პირველი წლები, სანამ ააშენებდნენ კრემლს, მას შემდეგ, რაც იგი დაინგრა პოლონეთ-ლიტვის ჯარების შეჭრის შემდეგ. პოლონელების შეჭრის შემდეგ ნიკლოზ საკვურველთმოქმედის სახელობის ეკლესია აღადგინეს და კვლავ აკურთხეს 1615 წელს. მას შემდეგ, რაც სოფელში აშენდა მეორე, ღვთისმშობლის კვართის ეკლესია, სოფლის სახელწოდებას დაემატა მეორე სიტყვა - პოკროვსკოე.

ახალი ქვის ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებისა და ღვთისმშობლის კვართის ეგვტერებით ააგეს 1765-1766 წლებში. ამჟამინდელი სამრეკლოს მშენებლობა კი დაიწყეს XIX საუკუნეში. 1889-1893 წლებში ეკლესიას დააშენეს და გააფართოეს. 1740-1750-იან წლებში ტაძრის თემში ცხოვრობდა ალექსანდრე სუვოროვი[1].

1931 წელს ეკლესია დახურეს. შენობა გადაეცა პურის ქარხანას. 1984 წელს პურის ქარხანა დაიხურა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. 1992 წელს გადაკეთებული და ნახევრად დანგრეული შენობა დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1995 წელს შედგა პირველი ღვთისმსახურება.

1992 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია არქიმანდრიტი დიონისე (შიშიგინი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]