მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (შჩეპა)
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′56″ ჩ. გ. 37°34′49″ ა. გ. / 55.74889° ჩ. გ. 37.58028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნის დასაწყისში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის არბატის რაიონში.
ეკლესია აგებულია 1686 წელს. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის ისტორია სათავეს იღებს 1649 წლიდან, როდესაც ამ ადგილზე ააშენეს ხის ეკლესია, რომელიც აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ამავე საუკუნეში ხის ეკლესია დაიწვა, ხოლო მის ადგილზე მრევლის თანხებით 1686 წელს ააგეს ახალი ქვის ტაძარი. 1773 წელს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის ძირითად საკურთხეველს მიაშენეს სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის ეგვტერები.
1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს ეკლესია მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოგვიანებით იგი აღადგინეს მოსახლეობის სახსრებით. ამ პერიოდში მიაშენეს მოციქულ პეტრესა და პავლეს სახელობის ეგვტერი. გარდა ამისა, 1813 წელს ააშენეს სამრეკლოც. 1882 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ფინისოვის პროექტის მიხედვით მიაშენეს ჩრდილოეთის ეგვტერი.
1934 წელს ეკლესია დახურეს ღვთისმსახურებისათვის. ეკლესიის შიდა ინტერიერი გადააკეთეს საამქროს ფორმატში, სადაც დიდი სამამულო ომის დროს საბრძოლო მასალებს ამზადებდნენ. მშვიდობიანობის დროს კი 1990-იან წლებამდე განთავსებული იყო გაერთიანება „სამხატვრო გრავიურა“.
1993 წელს შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ღვთისმსახურება აღსდგა 1994 წელს, ხოლო 1999-2002 წელს მიმდინარეობდა მასშტაბური რეკონსტრუქცია. აღადგინეს კოშკი, გუმბათი და სამრეკლო. 2008 წელს დასრულდა კანკელის აღდგენის სამუშაოები. ტაძარი აკურთხეს 2008 წლის 22 აპრილს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Храмы Москвы. Энциклопедия шедевров православия. Эксмо, Москва 2010. ISBN 978-5-699-36796-2