მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია
მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′40″ ჩ. გ. 37°37′35″ ა. გ. / 55.74444° ჩ. გ. 37.62639° ა. გ. / 55.74444; 37.62639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733120000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია (რუს. Церковь Михаила и Фёдора Черниговских) — მართლმადიდებლური არქიტექტურული კომპლექსი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. მდებარეობს ჩერნიგოვის შესახვევში, სახლი № 3. ეკლესია არის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი[1].

ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ეკლესია ააგეს 1675 წელს ხის ეკლესიის ადგილზე, ვაჭარ ი. მალიუტინაიას ფინანსებით. ტაძარი მდებარეობდა ყოფილი ივანოვის მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც არსებობდა XV საუკუნიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე.

ტაძარი ეძღვნება ჩერნიგოვის წმინდა მთავარ მიხეილ ვსევოლოდის ძესა და მის უახლოეს ბოიარს თევდორეს, რომლებიც დახოცეს ბათო-ყაენის ბრძანებით 1246 წელს. გადმოცემის თანახმად ტაძარი აგებულია იმ ადგილზე, სადაც ჩერნიგოვიდან მოსკოვში მიმავალი ნეშტების შეხვედრა შედგა.

საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1924 წელს. 1970-იანი წლების დასასრულს და 1980-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1991 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის მიხეილ და თევდორე ჩერნიგოველების ეკლესია და საწინააღმდეგო მხარეს მდებარე მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი ქმნიან ჩერნიგოვის შესახვევის არქიტექტურულ ანსამბლს. ტაძარი შედგება კუბისაგან, აფსიდისაგან, სატრაპეზოსაგან და კარიბჭისაგან (რომელიც ცვლის სამრეკლოს). ტაძრის გუმბათის ძირი გაფორმებულია კოკოშკინებით. ფანჯრები გაფორმებულია თამასებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • П.Н. Шармин Церковь Михаила и Фёдора Черниговских // Москва. Энциклопедический справочник. — Москва: Большая Российская Энциклопедия, 1992.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Церковь Михаила и Федора Черниговских. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2012-12-04.