მოსკოვის მიტროფანე ვორონეჟელის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია
მოსკოვის მიტროფანე ვორონეჟელის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის მიტროფანე ვორონეჟელის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°48′12″ ჩ. გ. 37°33′47″ ა. გ. / 55.80333° ჩ. გ. 37.56306° ა. გ. / 55.80333; 37.56306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710944000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1894-1895

მოსკოვის მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია (რუს. Храм Святителя Митрофана Воронежского) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნის ბოლოს. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის სავიოლოვის რაიონში.

ეკლესიის ერთადერთი მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მიტროფანე ვორონეჟელის სახელზე. აგებულია 1894-1895 წლებში ვაჭარ მიტროფანე გრაჩიოვის ფინანსებით. დახურეს 1935 წელს. 1990 წელს კვლავ დაუბრუნდა მორწმუნეებს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ელიზავეტინის ბავშვთა სახლის შექმნის შესახებ. 1893 წლის 17 მაისს ბავშვთა სახლი ახლადაგებულ ორსართულიან შენობაში გახსნეს და აკურთხეს.

ძალიან მალე დადგა საკითხი ბავშვთა სახლთან ახალი ეკლესიის მშენებლობის შესახებ, რადგან ყველაზე ახლომდებარე ღვთისმშობლის ხარების ტაძარი პეტროვსკის პარკში მდებარეობდა ერთი კილომეტრის დაშორებით. მშენებლობის საკითხებით დაინტერესდა ქველმოქმედი ვაჭარი მიტროფანე გრაჩიოვი. მას შემდეგ რაც თანხმობა მიიღო მოსოვის მიტროპოლიტ სერგისაგან, მიტროფანემ დაუკვეთა პროექტი არქიტექტორ გიორგი კაიზერს. 1894 წელს მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს. მშენებლობა დასრულდა ერთი წლის შემდეგ, ხოლო 4 ნოემბერს, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს ეკლესია აკურთხეს.

გრაჩიოვის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა ბარბარა ნიკოლაევნამ ტაძართან ააგო საეკლესიო მსახურებისთვის სახლი. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყვეს ნეკროპოლისი, სადაც დაკრძალეს გრაჩიოვი, რომელიც ეკლესიის დახურვის შემდეგ გადაიტანეს ვვედენის სასაფლაოზე.

1922წელს ბავშვთა სახლი დახურეს. შენობა კომუნალურად გადააკეთეს. 1930-იან წლებში ტერიტორია გაყვეს კალინინის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანასა და მეტრომშენს შორის. 1960-იან წლებში ტერიტორიაზე ააგეს საავიციო ქარხნის მრავალსართულიანი საკონსტრუქტორი ბიუროს შენობა.

ტაძარი მოქმედებდა 1935 წლამდე. მის დაკავებას შეეცადნენ უნდოდათ ობნოველცები, მაგრამ წარუმატებლად. ტაძრის დახურვის შემდეგ მის შენობაში განათავსეს საქარხნო სასწავლებელი, სარემონტო ბაზა, ხოლო დიდი სამამულო ომის დროს - სასადილო. ომის შემდეგ სპორტული სკოლა, ქარხნის საწყობი. 1985 წლიდან შენობა მიატოვეს.

შენობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1990 წლის თებერვალში. დაბრუნების მომენტში ეკლესია ავარიულ მდგომარეობაში იყო. შენობის აღდგენის პროექტი შეიმუშავა სერგეი კუზნეცოვმა. 1990 წლის 10 მარტს შედგა დაბრუნებული ეკლესიის კურთხევა. წლის ბოლოსთვის დასრულდა სამრეკლოს მშენებლობაც. მრევლის ფინანსებით ორ წელიწადში ეკლესია აღსდგა. 1995 წელს ტაძარი აკურთხა ალექსი II-მ.

ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ხატწერის სკოლა და ხუთი ბავშვთა სახლი. ტაძარში დაცულია წმინდა მიტროფანეს ხატი, რომელიც ერთადერთია, რომელიც შემორჩა დახურვის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]