შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (პრეობრაჟენსკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (პრეობრაჟენსკოე) — რუსეთი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (პრეობრაჟენსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′44″ ჩ. გ. 37°42′41″ ა. გ. / 55.79556° ჩ. გ. 37.71139° ა. გ. / 55.79556; 37.71139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი აღდგენილია 2015 წელს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737421002
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Храм Преображения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პრეობრაჟენსკოეს რაიონში[1]. 2015 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ძალების მთავარი ტაძარი[2][3]. ტაძარი დაანგრიეს 1864 წელს და აღადგინეს 2015 წელს.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ფერისცვალების ეკლესია არის სსრკ-ში აფეთქებული უკანასკნელი ტაძარი[4], თუმცა ეს ასე არაა, რადგან 1972 წელს მოსკოვში ააფეთქეს მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატი ეკლესია[5].

სოფელი პრეობრაჟენსკოე პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVII საუკუნეში, როვესაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ აქ აიშენა საზაფხულო სასახლე. სოფელი ფართოდ გახდა ცნობილი პეტრე I დიდის დროს, როდესაც აქ განთავსდა შესაქცევარი პოლკები. 1687 წელს ჩამოყალიბდა პრეობრაჟენსკოესა და სემიონოვსკოეს პოლკები.

1747 წელს პრეობრაჟენსკოეს პოლკის სერჟანტმა სემიონოვსკში შეიძინა ძველი ეკლესიის შენობა. მორები გადაიტანეს პრეობრაჟენსკოეში და პოლკის ეზოში ააგეს, დროებითი ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1747 წლის 19 ივლისს პეტრე I დიდის ზეციური მფარველის მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე, ხოლო ეგვტერი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე, რომელიც მოგვიანებით გახდა მთავარი საკურთხეველი და აკურთხეს 1800 წელს.

1763 წელს მრევლმა გადაწყვიტა აეშენებინათ ქვის ტაძარი, დაიწყეს შემოწირულობის აკრეფა. ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო ორი წლის შემდეგ, ძველი ხის ეკლესიის გვერდით. 1768 წელს მშენებლობა დასრულდა. 1781 წელს მას მიაშენეს საკურთხეველი მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.

1812 წლის მოსკოვის ხანძრი პერიოდში ტაძარი არ დაზარალებულა. მასში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა ფრანგების არმიის მიერ მოსკოვის დაპყრობის შემდეგაც კი.

1883 წელს პოლკის დაარსების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ეკლესიას სტუმრობდა ალექსანდრე III. იმპერატორის სტუმრობის შემდეგ ეკლესიას მიაშენეს ახალი ეგვტერი ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია კვლავ მოქმედი დარჩა. ტაძრის მრევლმა გადაარჩინა მთელი საეკლესიო ღირებულება. ტაძრების მასობრივი დახურვის პერიოდში ეკლესიებიდან აქ მოჰქონდათ ტაძრის სიწმინდეები. დიდი სამამულო ომის პერიოდში მრევლმა შემოწირულობა გაიღო ფრონტისათვის.

1960-იან წლებში ტაძარს მოსკოვს მასშტაბით ყველაზე მეტი მრევლი ჰყავდა. მეტროს მშენებლობის გამო ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის დანგრევის შესახებ, მაგრამ მრევლმა გადასარჩენად შეაგროვა 2 500 ხელმოწერა, ამის მიუხედავად 1964 წლის 18 ივლისს, დილის ოთხ საათზე ეკლესია ააფეთქეს. დაგეგმლი მეტროსადგური ააგეს სხვა ადგილზე, ხოლო ტაძრის ადგილზე გააშენეს სკვერი.

ტაძრის აღდგენა მოხდა 2015 წლის 8 მაისს და იგი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ[6][7][8].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]