მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ბოგოროდსკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ბოგოროდსკოე) — რუსეთი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ბოგოროდსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°48′53″ ჩ. გ. 37°41′46″ ა. გ. / 55.81472° ჩ. გ. 37.69611° ა. გ. / 55.81472; 37.69611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7702251000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Храм Преображения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ბოგოროდსკოეს რაიონში. მისამართი კრასნობოგატირის ქუჩა № 17.

ამჟამინდელი ეკლესია აგებულია 1877-1880 წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე. ეგვტერები კი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატისა და ელია წინასწარმეტყველის და ალექსი - მოსკოვის მიტროპოლიტის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1876 წელს მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა მიტროპოლიტ ინოკენტის გადასცა თხოვნა რათა აეშენებინა ბოგოროდსკოეს აგარაკზე ხის ეკლესია ზაფხულის ღვთისმსახურებისთვის. პროექტი შეასრულა არქიტექტორმა ნიკოლოზ იპატიევმა. პოექტში ძირითადად გამოყენებული იყო მშენებლობის რუსული სტილი. ეკლესია შედგებოდა ძირითადი, თითქმის კვადრატული ნაგებობისაგან, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვროდა აფსიდი, დასავლეთიდან სატრაპეზო და ორიარუსიანი 18-მეტრიანი სამრეკლო.

ტაძარი ააგეს 1880 წელს და აკურთხეს ამავე წლის 17 აგვისტოს. თავდაპირველად ეკლესია მიაწერეს ელია წინასწარმეტყველის ტაძარს. მსახურება მიმდინარეობდა ზაფხულობით - ყოველდღე, ზამთრობით კი - მხოლოდ დღესასწაულებზე. 1891 წლიდან ეკლესია გახდა დამოუიდებელი, მას ვაენიშნა წინამძღვარი ალექსანდრე კოლიჩევი.

1894 წელს ტაძარი გააფართოვეს. არქიტექტორმა პეტრე ზიკოვმა წარმადგინა ჩრდილოეთის ეგვტერის გეგმა. თუმცა განახორციელეს ფიოდორ სკომოროშენკოს პროექტი, რომლის მიხედვითაც 1897-1898 წლებში მიაშენეს ხის ეგვტერები. ჩრდილოეთისა - ელია წინასწარმეტყველის სახელზე, ხოლო სამხრეთისა - ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეკლესიის შენობა გადაკეთების გარეშეა შემონახული, მიუხედავად 1954 და 2002 წლის ხანძრისა.

დაპატიმრებამდე მხირე ხნით ადრე 1922 წლის 7 მაისს ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენდა პატრიარქი ტიხონი.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ დახურულა. მისი დახურვის ბრძანება გამზადებული იყო 1933 წლი 23 მარტს, მაგრამ მას ხელი არ მოაწერა პეტრე სმიდოვიჩმა.

1954 წლის 14 აგვისტოს ტაძარში გაიმართა პირველი ხანძარი. განადგურდა მთელი შიდა მოწყობილობა და ხატები, ტიხვინის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატის გარდა.

მეორე ხანძარი მოხდა 2002 წლის 30 აგვისტოს. ამ პერიოდში ყველა საეკლესიო ჭურჭელი და ხატები გადარჩა, თუმცა დაზიანდა სახურავი.

ტაძარი აგებულია მოდერნის სტილში ძველი ნოვგოროდული მშენებლობის სტილით.

ტაძრის სიწმინდეებია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, ასევე სმოლენსკის, იერუსალიმის, „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ღვთისმშობლის ხატები, ელია წინასწარმეტყველის, სერაფიმ საროველის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იარხომის ღვთისმშობლის ხატი.

ტაძართან გახსნილია საკვირაო სკოლა და ბავშვთა ქოროს გუნდი. 1992 წლიდან წინამძღვარია დამიან კრუგლინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Храм Преображения Господня в Богородском / Автор-составитель Поздняев А. К.. — М.: РУДН, 2007. — 192 с. — 3000 экз. — ISBN 978—5—209—02936—6.
  • Синицын П. В. Преображенское и окружающие его места. — М.: Типолитогр.Т-ва И.Н.Кушнерев и Ко, 1895. — 194 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]