მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (ბრონო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (ბრონო) — რუსეთი
მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (ბრონო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′43″ ჩ. გ. 37°36′02″ ა. გ. / 55.76194° ჩ. გ. 37.60056° ა. გ. / 55.76194; 37.60056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737676000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პრესნენის რაიონში.

ეკლესიას აქვს ორი საკურთხეველი იოანე ღვთისმეტყველისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას. ეკლესიას აქვს არქიტექტურის ძეგლის სტატუსი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი პირველად მოიხსენიება 1625 წელს. ამ პერიოდისათვის იგი ხის, ერთსაკურთხევლიანი ეკლესიაა და ნაკურთხია იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. 1652-1665 წლებში მრევლის ფინანსებით ააშენეს ახალი, ქვის ეკლესია, რომელსაც 1694 წელს მიაშენეს ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1842 წელს ეკლესია გადააკეთეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა XX საუკუნის 20-იან წლებში, შენობაში განათავსეს საწყობი, ხანდახან გამოიყენებოდა პატიმრებისათვის. 1932 წელს ეკლესიის დანგრევის წინადადებით გამოვიდა მოსკოვის საქალაქო კამერული თეატრი, მაგრამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს არქიტექტორ დიმიტრი სუხოვის ჩარევის შედეგად, რომელიც იმჟამად მოსკოვის კრემლის რესტავრაციით იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა ეკლესიას მოხსნეს გუმბათი და სამრეკლო დაანგრიეს. შენობაში განათავსეს მოსკოვის დრამატული თეატრის სახელოსნო, რომლის მოღვაწეობის პერიოდში განადგურდა ეკლესიის ინტერიერი. ტაძარმა პრაქტიკულად დაკარგა პირვანდელი სახე.

1970-იან წლებში დაიწყო ტაძრის რესტავრაცია, რომელიც დასრულდა 1983 წელს, ხოლო გუმბათი აღადგინეს მხოლოდ 1990-იან წლებში.

1991 წელს ტაძარი ავარიულ მდგომარეობაში გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. პირველი ღვთისმსახურება წმინდა ნიკოლოზის ეგვტერში აღევლინა 1992 წელს. 1995 წელს შენობა სრულიად გაათავისუფლა თეატრალურმა სახელოსნომ. ტაძრის რესტავრაცია წარიმართა „ინკომბანკის“ ფინანსებით, ორგანიზაციებისა და მრევლის შემოწირულობებით. 1991 წლის 21 მაისს ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 2. — С. 374 — 379. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
  • Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 614.
  • Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — С. 16. — 75 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980.