მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (ივანოვსკოე)
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′08″ ჩ. გ. 37°50′20″ ა. გ. / 55.76889° ჩ. გ. 37.83889° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქის ივანოვსკოეს რაიონში.
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე, ხოლო ეგვტერები ბასილი დიდისა და წმინდა გიორგის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხის ტაძარი ააშენეს სოფელ კოლიევეში (ასე ერქვა სოფელ ივანოვსკოეს ადრე) 1667 წელს. 1700 წელს ეკლესია მოითვლიდა 10 მრევლის ოჯახს. 1801 წელს ააგეს ქვის ეკლესია რუსული კლასიციზმის სტილში. XIX საუკუნის 80-იან წლებში სამრეკლოს ორ მხარეს მიაშენეს ნაგებობები.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიამ გააგრძელა მოქმედება, მასში გადაიტანეს დახურული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გირეევოს ეკლესიის საკურთხეველი.
1926 წლისათვის ივანოვსკოეში ირიცხებოდა 1275 ადამიანი. კოლექტივიზაციის პერიოდში სოფელში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა „Вперед“, მაგრამ სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუშაობდა რეუტოვისა და პეროვის ფაბრიკაში. ეკლესია გახდა სოფლიოს სასულიერო ცენტრი.
1989 წლიდან ტაძრის წინამძღვარი გახდა პეტრე ზახაროვი. 1991 წელს ტაძრის წინამძღვარი მიხაილ შევჩენკო გარდაიცვალა და დაკრძალეს ტაძრის საკურთხევლის კედელთან.
1990 წელს დაიწყო ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მისი მოედნის გაფართოების მიზნით. განახლებულ ტაძარს 1991 წლის 9 მარტს ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II. პატრიარქის ლიტურგიას დაესწრო 200 ადამიანი.
2000 წელს ტაძარს მიაწერეს ზეციური სასწაულის ეკლესია. ასევე მიაწერეს წმინდა ლუკას სამლოცველო.
2013 წლის 7 ივლისს ტაძრის დღესასწაულზე საღვთო ლიტურგია აღავლინა პატრიარქმა კირილმა[1].
ტაძრის ტერიტორიაზე 1800-იანი წლებიდან მოქმედებს სასაფლაო. აქ დაკრძალულია წინამძღვარი თეოდორ კაზანსკი და მისი დედა მ. კაზანსკაია. გარდა ამისა, სასაფლაოზე დაკრძალულია ხუთი საეკლესიო მოღვაწე.
ტაძარში დაცულია რამდენიმე სიწმინდე. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული, იოანე ნათლისმცემლისა და ბასილი დიდის ხატები მათი წმინდა ნაწილებით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт
- Церковь Рождества Иоанна Предтечи в Народном каталоге православной архитектуры
- Район Ивановское ВАО დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine.
- О церкви Рождества Иоанна Предтечи на сайте Русская линия
- Церковь на сайте Православие.ru
- Фото[მკვდარი ბმული]