მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′31″ ჩ. გ. 37°34′19″ ა. გ. / 55.75861° ჩ. გ. 37.57194° ა. გ. / 55.75861; 37.57194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710635000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფიოდორ შესტაკოვი
თარიღდება 1685

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პრესნენის რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა სოფიასა და ალექსი მხედრის, სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის მშენებლობის დაწყებისა და ასევე დასრულების თარიღად უნდა ჩაითვალოს 1685 წელი. ეს ვარაუდი არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ტაძარში შენახული ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა, დათარიღებულია 1686 წლით.

ხის ეკლესიის აგების შემდეგ იწყება ეკლესიის ზრდა ვა განვითარება. 1696 წლის ჩანაწერთა წიგნის მიხედვით სლობოდაში ირიცხებოდა 330 კომლი, რომლის ნაწილიც წმინდა ნიკოლოზის მრევლი იყო. ისტორიულ წყაროებში ნათლისმცემლის ეკლესიის მრევლის შესახებ მოთხრობილია 1693 წელს. ამ დროისათვის მასში გაერთიანებული იყო 196 კომლი, რომლის რიცხვიც 1702 წლისთვის 240-მდე გაიზარდა.

1714 წლისათვის მრევლმა მოითხოვა ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. როგორც ჩანს, მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე ქვეყანაში ქვის შენობების აგება აკრძალეს, რადგან იმპერია სანქტ-პეტერბურგის ასაშენებლად ემზადებოდა. 1728 წელს აკრძალვა შეიცვალა და ეკლესიის მშენებლობაც აღსდგა. დასრულებული ეკლესიის კურთხევა კი მოხდა 1734 წელს.

1804 წელს დაიწვა ეკლესიის ხის სამრეკლო, ახლადაგებული სამრეკლოს სიმაღლე 25 მეტრი იყო ჯვრის ჩათვლით. იგი კლასიციზმის სტილში იყო აგებული. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ვაჭარი ფიოდორ რეზანოვი. სამრეკლოს ქვედა იარუსი სწორკუთხა იყო, რუსტირებული კუთხეებით.

1843 წლის იანვარში აკურთხეს სამხრეთი ეგვტერი წმინდა სოფიას სახელზე.

1922 წლის მარტში ხელისუფლებამ დაიწყო კრემლისა და მოსკოვის ეკლესია-მონასტრების ძვირფასეულობის ძარცვა. 31 მარტს გაძარცვეს იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიაც.

1930 წელს ეკლესიას აეკრძალა ზარების რეკვა. ომის შემდეგ წლებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებამ შესაძლებელი გახადა ტაძრის გარემონტება. ძირითადი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 1960-იან წლებში. აღადგინეს მხატვრობა, მოაოქროვეს აღსავლის კარი, აღადგინეს ქორკანდელი. ეკლესია გადახურეს მეტალის ფირფიტებით. ამ სახით ეკლესიამ მოაღწია ჩვენამდე.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ შესაძლებელი გახდა მრევლისთვის განსხვავებული აქტივობების განხორციელება. 1990-იან წლებში დაიწყო აქტიური სარემონტო სამუშაოები. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Михайлов Б. Б. Храм на Пресне. История прихода и храма Рождества св. Иоанна Предтечи на Пресне. М., 1997, 200 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]