მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′41″ ჩ. გ. 37°37′35″ ა. გ. / 55.74472° ჩ. გ. 37.62639° ა. გ. / 55.74472; 37.62639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733120000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი (რუს. Церковь Усекновения Главы Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური არქიტექტურული კომპლექსი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. მდებარეობს ჩერნიგოვის შესახვევში და შედგება XVII საუკუნის ეკლესიისაგან, მასთან დაკავშირებული XVIII საუკუნის სატრაპეზოთი და XVIII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის სამრეკლოსაგან, რომელიც დგას ჩერნიგოვის შესახვევისა და პიატნიცკის ქუჩის კუთხეში.

ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული კომპლექსი მდებარეობს ძველი ივანოვის მონასტრის ადგილზე, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ვასილი II-ის დაბადების გარემოებებთან დაკავშირებით 1415 წელს. 1514 წელს ვასილი III-მ საფუძველი ჩაუყარა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ქვის ეკლესიას, რომლის მშენებელიც იყო ალევიზ ნოვი.

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი იყო დიდი თავადების ლოცვის ტრადიციული ადგილი და 1530 წელს, ივანე მრისხანეს დაბადების წელს, მონასტერი გადაიტანეს სამეფო სასახლის ახლოს, ხოლო ქვის ყოფილი ეკლესია იქცა სამრევლო ეკლესიად.

სავარაუდოდ არეულობის ხანაში ქვის ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წყაროში იგი მოიხსენიება როგორც ხის ეკლესია. XVI საუკუნის ნაგებობის ნაშთებიდან შემორჩენილია ეკლესიის თეთრი ქვისაგან აგებული მიწისპირა ნაწილი. აფსიდში კი გვხვდება მცირე ზომის „ალევიზისეული“ აგური. ერთ-ერთი ვერსიით ტაძრის ძირითადი ნაწლი თარიღდება 1658 წლით. სხვა თარიღი, 1675 წელი, სავარაუდოდ დაკავშირებულია ტაძრის ერთ-ერთ გადაკეთებასთან ან განახლებასთან. XVIII საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად შეცვალეს ტაძრის ძირითადი სახე, ტაძარი გააფორმეს XVIII საუკუნის შუა პერიოდის ბაროკოს სტილში. ეს სამუშოები გაგრძელდა რამვენიმე ათწლეული. სამრეკლო ჯერ კიდევ შენდებოდა 1781 წელს. ასევე ცნობილია, რომ 1787 წლის ხანძრის შემდეგ გადააკეთეს ტაძრის გალავანი. 1798 წელს დასავლეთის მხრიდან ააშენეს ერთასრთულიანი ქვის საეკლესიო სახლი. მთელი კომპლექსის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რის შედეგადაც ბაროკოს სტილი შეიცვალა კლასიციზმით, რომელიც გავლენას ახდენდა მისი ცალკეული ნაწილების არქიტექტურაში. 1896-1904 წლებში არქიტექტორმა ფიოდორ შეხტელმა განახორციელა კედლის მხატვრობის და კანკელის რესტავრაცია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье / Под ред. А. И. Комеча. — М.: Искусство, 1994. — С. 240-242. — 320 с. — ISBN 5-210-02548-9 (в.4).
  • Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 185. — 238 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 183. — 238 с.