მოსკოვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
მოსკოვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′01″ ჩ. გ. 37°40′40″ ა. გ. / 55.73361° ჩ. გ. 37.67778° ა. გ. / 55.73361; 37.67778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სერგეი ვოსკრესენსკი
თარიღდება 1912

მოსკოვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Иерусалимской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XX საუკუნის დასაწყისში. მდებარეობს ტალახინის ქუჩა № 24-ში. ეკლესიას აქვს მოსკოვის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ტაძარი აგებულია 1912 წელს. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერები კი ჩრდილოეთისა ნაკურთხია 1912 კოზმა და დამიანეს სახელზე, ხოლო სამხრეთისა ნაკურთხია 1914 წელს წმინდა გიორგისა და ანდრია ბოგოლიუბსკის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს 1912 წელს მოსკოველი არქიტექტორის სერგეი ფლეგონტის ძე ვოსკრესენსკის პროექტის მიხედვით ქალაქის სასაკლაოსა და სოფელ დუბროვკის მახლობლად. ეკლესია ააგეს რუსულ არქიტექტურულ სტილში. ტაძრი გეგმა შედგება ფართო სწოკრკუთხა ოთკუთხედი ნაგებობისაგან, რომელსაც აღმოსვლეთის მხრიდან მიბმული აქვს სამი დიდი ნახევრაწრიული აფსიდი. ეკლესია თავისი არქიტექტურული სტილით არის მიმდებარე რაიონის დომინანტი ნაგებობა. გვერდით აფსიდებში განთავსებულია ეგვტერები, რომელთაგან ჩრდილოეთისა ნაკურთხია 1912 კოზმა და დამიანეს სახელზე, ხოლო სამხრეთისა ნაკურთხია 1914 წელს წმინდა გიორგისა და ანდრია ბოგოლიუბსკის სახელზე. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ნახევარწრიულ აფსიდში, აკურთხეს 1915 წელს. ჩუქურთმებიანი, მოოქროვილი კანკელი შედგება სამი იარუსისაგან, მისი ავტორია პ. ა. სიზოვი. ხატები დაწერა სამეფო კარის ხატმწერმა და რესტავრატორმა ვასილი პავლეს ძე გურიანოვმა[1].

1917 წელს (სხვა მონაცემებით 1935 წელს) საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა, ხოლო ტაძრის შენობაში განათავსა ფაბრიკა. ფასადის დეკორაცია მთლიანად გაანადგურეს. გაჭრეს ახალი ფანჯრები, ინტერიერი დაყვეს სართულებად. 1950-იან წლებში ყოფილი ეკლესიის შენობა დაიკავა ქარხანა „ელექტრონმა“. უკანასკნელი ორგანიზაცია, სანამ შენობა გადაეცემოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, იყო ბანკი[1].

ამჟამად ტაძარი მოქმედია, მიმდინარეობს შენობის სარესტავრაციო სამუშაოები. 1996 წელს ეკლესიასთან გაიხსნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეტოქი. 2006 წლიდან ტაძარი არის სტავროპიგიალური ლუკინოს ჯვართამაღლების იერუსალიმის ტაძრის მეტოქი[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва: Энциклопедия / Глав. ред. С. О. Шмидт; Сост.: М. И. Андреев, В. М. Карев. — М. : Большая российская энциклопедия, 1997. — 976 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-277-3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]