მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ვინოგრადოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ვინოგრადოვო) — რუსეთი
მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ვინოგრადოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°56′33″ ჩ. გ. 37°32′47″ ა. გ. / 55.94250° ჩ. გ. 37.54639° ა. გ. / 55.94250; 37.54639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7731011013
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი ბაჟენოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ადრეული კლასიციზმი, ბაროკოს ელემენტებით
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

მოსკოვის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Владимирской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სევერნის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1772-1777 წლებში. აგებულია ადრეული კლასიციზმის სტილში, ბაროკოს ელემენტებით.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ეგვტერები ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.

ტაძართან 2002 წლიდან მოქმედებს საკვირაო სკოლა, რომელიც გათვლილია 40 მოსწავლეზე. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ვლადიმირ გოლოვკოვი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის მთავარი სიწმინდეებია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი და იოანე ნათლისმცემლისა და სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობის პირველი ხის ეკლესია, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერით ააშენა 1650 წელს გრიგოლ გავრილის ძე პუშკინმა, რის შემდეგაც დასახლება ვინოგრადოვომ სოფლის სტატუსი მიიღო. დღეს არსებული სატაძრო კომლექსი (ეკლესია, სამრეკლო, სამლოცველო და საკლესიო სახლი) შენდებოდა 1772 წლიდან 1777 წლამდე პერიოდში რუსი სახელმწიფო მოღვაწის ალექსანდრე ივანეს ძე გლებოვის ფინანსებით, რომელიც სოფელ ვინოგრადოვოს ახალი მფლობელი იყო.

1777 წელს ტაძარი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა პლატონ ლევშინმა. ამავე დროს, ტაძრის ახლოს გაიხსნა თავშესაფარი მოხუცებულებისათვის.

1930-იან წლებში ეკლესია არ დაუხურავთ, მაგრამ საეკლესიო სახლი დაანგრიეს. 1937 წელს მეორე ამჟამად არსებული ეგვტერი, რომელიც აკურთხეს სერგი რადონეჟელის სახელზე.

რამდენიმე წყაროს ცნობით დიდი სამამულო ომის პერიოდში სერგი რადონეჟელის თავი სწორედ ამ ტაძარში ინახებოდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იარუსებიანი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, მთელი კომპლექსის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც აგებულია ადრეული კლასიციზმის სტილში.

ტაძრის კედლები მოხატული არ არის. მისი კედლების თეთრ ფონზე მკვეთრად ჩანს ცისფერი, მოოქროვილი კანკელი, რომელიც ლუი XVI-ის სტილაშია დამზადებული და გაწყობილია XVIII საუკუნის ხატებით.

მარჯვენა ეგვტერის კანკელი დამზადებულია კლასიციზმის სტილში, ხოლო მარცხენა დამზადებულია 1901 წელს და გადმოტანილია 1936 წელს სოფელ კიოვა-სპასკიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]