მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ობიდენი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ობიდენი) — რუსეთი
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ობიდენი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′32″ ჩ. გ. 37°36′13″ ა. გ. / 55.74222° ჩ. გ. 37.60361° ა. გ. / 55.74222; 37.60361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 734909000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Илии Пророка) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ხამოვნიკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1702 წელს.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის სახელზე. ეგვტერები კი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის, ასევეა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესიის აგების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი[1], გადმოცემის თანახმად იგი აგებული უნდა იყოს დიდი თავადის ვასილი III-ის პირადი მონაწილეობით 1505-1533 წლებს შორის.

1702 წელს ძველი ხის ეკლესიის ადგილზე დაიწყეს ქვის ტაძრის მშენებლობა. 1706 წელს დაამზადეს ოდიკი. 1819 წელს აკურთხეს სამხრეთის ეგვტერი მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.

ტაძარმა თანამედროვე სახე მიიღო დიაკვან იოანე ლებედევის წინამძღვრობის პერიოდში. ეს იყო რეფორმამდელი პერიოდი, როდესაც რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა. 1867 წელს იოანე ლებედევის წინამძღვრად დანიშვნის პარალელურად ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის მამასახლისად დაინიშნა პირველი გილდიის ვაჭარი ვლადიმირ კონშინი. წინამძღვარმა და მამასახლისმა გადაწყვიტეს პირველ რიგში ჩაეტარებინათ სატრაპეზოსა და სამრეკლოს რემონტი. პროექტის განსახორციელებლად დიდი თანხა გაიღო თავად კონშინმა და მისი ცოლის ნათესავებმა ტრეტიაკოვებმა. ახალი სატრაპეზოს და სამრეკლოს კურთხევა მოხდა 1868 წლის 9 ივნისს.

საეკლესიო მამასახლისი ვლადიმირ კონშინი იყო პირველი საეკლესიო-სამრევლო სკოლის შექმნის ინიციატორი. სწავლება დაიწყეს 1875 წელს, ხოლო 1882 წელს ცალკე შენობა ააგეს სკოლისა და თავშესაფრისათვის.

1930 წელს ეკლესია გადაურჩა დახურვას. გადმოცემის მიხედვით ეკლესიის დახურვა უნდოდათ 1941 წლის 22 ივნისის ლოცვის შემდეგ, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი, რამაც გადაარჩინა ეკლესია დახურვას. 1944 წლის 15 ივნისს აქ მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძრიდან გადააბრძანეს სასწაულმოწმედი ღვთისმშობლს ხატი „მოულოდნელი სიხარული“.

1975 წელს ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა და მისმა მეუღლემ ნატალია სვეტლოვამ. აქვე მონათლეს თავიანთი შვილები[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]