მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (სტარი-ბასმანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი
მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (სტარი-ბასმანი) — რუსეთი
მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (სტარი-ბასმანი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′56″ ჩ. გ. 37°39′43″ ა. გ. / 55.76556° ჩ. გ. 37.66194° ა. გ. / 55.76556; 37.66194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710048000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) დიმიტრი უხტომსკი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსული ბაროკო
თარიღდება 1745-1751

მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (რუს. Храм Никиты Мученика) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში. აგებულია 1745-1751 წწ.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერები კი დიდმოწამე ნიკიტასა და იოანე ნათლისმცემელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი მდებარეობს ძველი ბასმანის ქუჩაზე. ნიკიტას ტაძრის დაარსების ისტორია დაკავშირებულია ვასილი III-სთან. წაროს მიხედვით 1518 წელს მოსკოვში ვლადიმირიდან განსაახლებლად და ვერცხლითა და ოქროთო მოსაპირკეთებლად, ჩაიტანეს ორი ხატი: მაცხოვრისა და ვლადიმირის ღვთისმშობლისა. ამ ღონისძიების აღსანიშნავად ბრძანა ამ ადგილზე აეშენებინათ ხის ეკლესია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.[1].

სხვა ვერსიის თანახმად ხატის ვლადიმირში დაბრუნების პერიოდისთვის ტაძარი უკვე აგებული იყო და გადაწყვიტეს აღენიშნათ ორი ამბავი სიწმინდესთან გამოთხოვება და ახალი ტაძრის კურთხევა[1].

1685 წელს ძველი ხის ეკლესიის ადგილზეააგეს პირველი ქვის ტაძარი, უკვე დიდმოწამე ნიკიტას ეგვტერით.

დღემდე შემონახული ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს პეტრე I-თან დაკავშირებული საინტერესო ვერსია. 1728 წელს პეტრეს ფინანსებით და ნახატებით მეზობელ კაპიტანოვის სლობოდაში ააგეს პეტრესა და პავლეს ტაძარი. ახლი ტაძარი ბაროკოს სტილში იყო აგბული და მკვეთრად განსხვავდებოდა მოძველებული და 1737 წელს ხანძრისაგან განადგურებული ნიკიტას ტაძრისაგან. ითვლება, რომ ძველი ბასმანის თავავებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ უფრო დიდი და უკეთესი ტაძარი, ვიდრე მეზობელ სლობოდაში იყო.

1745 წელს ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში მიიღეს მშენებლობაზე ნებართვა, ასევე გადაწყვიტეს ეკლესიის მეორე ეგვტერი ეკურთხებინათ იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

ახალი ტაძარი აკურთხეს 1751 წელს. მან ჩვენს ეპოქამდე მოაღწია სერიოზული ცვლილებების გარეშე.

1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს არც ტაძარი და არც სხვა ნაგებობები არ დაზარალებულა. ბასმანის ქუჩა თანდათანობით გახდა მოსკოვის ერთ-ერთი არისტოკრატიული კუთხე.

1830 წლის 2 აგვისტოს ტაძარს ეწვია ალექსანდრე პუშკინი.

XIX საუკუნისაგან განსხვავებით XX საუკუნის დასაწყისში ტაძარმა მრავალი ბევრი განსაცდელი გადაიტანა. ყველაფერი დაიწყო 1905 წლის ხანძრით. 1933 წელს მოსკოვის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება „ე. წ. ნიკიტას ეკლესიის“ დანგრევის შესახებ. დახურვის შემდეგ ეკლესია გაძარცვეს. 1933 წლის ზაფხულში გადაწყვეტილება შეცვალეს და შენობა გადასცეს სატყეო ინსტიტუტს. 1960-1980-იან წლებში ტაძარში ნაწილობრივი რესტავრაცია მიმდინარეობდა.

1994 წელს დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1997 წლის 6 ივლის შედგა ტაძრის კურთხევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мурзин-Гундоров В. В. Дмитрий Ухтомский. — М.: Издательский дом Руденцовых, 2012. — С. 43—51. — 334 с. — (Архитектурное наследие России). — ISBN 978-5-902887-11-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]