მოსკოვის ალექსი ღვთისკაცის ტაძარი (კრასნოე-სელო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ალექსი ღვთისკაცის ტაძარი
მოსკოვის ალექსი ღვთისკაცის ტაძარი (კრასნოე-სელო) — რუსეთი
მოსკოვის ალექსი ღვთისკაცის ტაძარი (კრასნოე-სელო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′58″ ჩ. გ. 37°39′54″ ა. გ. / 55.78278° ჩ. გ. 37.66500° ა. გ. / 55.78278; 37.66500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732010003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მიხაილ ბიკოვსკი
თარიღდება 1853

მოსკოვის ალექსი ღვთისკაცის ტაძარი (რუს. Храм Алексия Человека Божия) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის კრასნოე-სელოს რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1853 წლით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეტოქი.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ალექსი ღვთისკაცის სახელზე. ეგვტერები საქართველოს ღვთისმშობლის ხატისა და პავლე ლატრიელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი ღვთისკაცის ტაძარი ააგეს კრასნოე-სელოში 1853 წელს, ერთ-ერთ უძველეს მოსკოვისპირა სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში არსებობდა. პირველი ისტორიული წყარო რომელშიც კრასნოე-სელო მოიხსენიება მიეკუთვნება 1480 წელს. 1837 წელს მოსკოვის ცენტრიდან გარეუბანში გადაიტანეს ალექსეევის მონასტერი. მონასტრის პირველი ეკლესია გახდა ადგილობრივი ჯვართამაღლების ეკლესია, რომლის ეგვტერიც ნაკურთხი იყო ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1841 წელს აკურთხეს მეორე ეგვტერი ალექსი ღვთისკაცის სახელზე.

როგორც ალექსეევის ისე ნოვო-ალექსეევის მონასტრის მთავარი ეკლესია გახდა ალექსი ღვთისკაცის ტაძარი.

1853 წელს მონასტრის ცენტრში ააგეს ალექსი ღვთისკაცის სახელობის ტაძარი. პროექტის ავტორი გახდა ცნობილი მოსკოველი არქიტექტორი მიხეილ ბიკოვსკი. მისივე პროექტით ააშენეს სამრეკლოც.

ტაძრის ფასადი საკმაოდ მდიდრული იყო. იგი შესრულებული იყო XVI-XVII საუკუნეების ძველი რუსული ხუროთმოძღვრების მოტივებზე. ტაძრის გუმბათი დეკორატიული ატიკებითაა შემკული. ასევე მდიდრულადაა შემკული ტაძრის ინტერიერიც. ტაძარში ძველი მონასტრიდან გადმოიტანეს ტიხვინის, საქართველოსა[1] და მკურნალი ღვთისმშობლის ხატები[2]. ბოლო ორი ხატი ტაძრის დახურვის შემდეგ გადაიტანეს ქრისტეს აღდგომის ტაძარში სოკოლნიკზე.

1899 წელს არქიტექტორ ალექსანდრე ლატკოვის პროეტის მიხედვით მოხდა ტაძრის რეკონსტრუქცია. ხის იატაკი შეიცვალა, დააგეს მეტლახის ფილები, დაამზადეს ახალი კანკელი, რომელზეც განათავსეს ტ. ტიურინის დაწერილი ახალი ხატები[3].

1926 წელს ალექსეევის მონასტერი დახურეს და ყველა მისმა მოსახლემ იძულებით დატოვა მონასტერი. XX საუკუნის დასაწყისისათვის მონასტერში ოთხი ტაძარი არსებობდა: ჯვართამაღლების, ალექსი ღვთისკაცის, ყველაწმინდისა და მიქაელ მთავარანგელოზის. ამათგან საბჭოთა პერიოდს გადაურჩა მხოლოდ ორი: ყველაწმინდისა და ალექსი ღვთისკაცის. ალექსი ღვთისკაცის ეკლესია გადააკეთეს პიონერთა სახლად, ხოლო ყოფილი სასაფლაოს ადგილზე მოაწყვეს პიონერთა პარკი.

1991 წელს ალექსი ღვთისკაცის ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამავე წელს ტაძარში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 2002 წლის 25 ნოემბერს აღსდგა ღვთისმსახურება. 2006 წელს ტაძარი გახდა საპატრიარქო მეტოქი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]