მოსკოვის ათანასესა და კირილეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ათანასესა და კირილეს ტაძარი
მოსკოვის ათანასესა და კირილეს ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის ათანასესა და კირილეს ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′52″ ჩ. გ. 37°35′52″ ა. გ. / 55.74778° ჩ. გ. 37.59778° ა. გ. / 55.74778; 37.59778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733215000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ათანასესა და კირილეს ტაძარი (რუს. Храм Святителей Афанасия и Кирилла) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის არბატის რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძრის განახლების სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა ათანასე და კირილე ალექსანდრიის პატრიარქებისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ეკლესია არსებობდა, სავარაუდოდ XVI საუკუნიდან. იგი ძალიან დაზარალებულა არეულობის ხანაში და დიდი ხნის მანძილზე არ აღუდგენიათ. 1631 წლის საპატრიარქო წიგნებში იგი მოხსენიებულია, როგორც „ახლადაშენებული“. 1657 და 1689 წლებში ეკლესია კვლავ ხისა ჩანს. ქვის ეკლესია ააგეს XVIII საუკუნის დასაწყისში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე, ხოლო მეორე ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1749 წელს პორუჩიკ პლეშჩეევის თხოვნით სატრაპეზოს ნაწილში მოაწყვეს ეგვტერი ათანასე და კირილე ალექსანდრიის პატრიარქების სახელზე. აქედან მოყოლებული ეკლესია ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „ათანასე-კირილეს სახელობის ეკლესია“.

1812 წელს სმოლენსკიდან წამობრძანებული სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი, თავდაპირველად განათავსეს ათანასესა და კირილეს სახელობის ტაძარში და აქედან გადააბრძანეს მოსკოვის მიძინების ტაძარში. 1812 წელს, ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგად დანგრეული ტაძარი განაახლეს 1815-1817 წლებში, პოლკოვნიკის ქალიშვილის პრასკოვია პეტრეს ასულ იუშკოვაიას ფინანსებით. 1836 წელს დაიწყო ტაძრის საფუძვლიანი გადაკეთება ამპირის სტილში. ააშენეს ახალი სამრეკლო, სატრაპეზო და ახალი გუმბათის ყელი. განახლებული ტაძრის კურთხევა შედგა 1856 წლის 19 სექტემბერს. 1899 წელს ტაძრის გაფართოების მიზნით გადააკეთეს სატრაპეზოს ეგვტერები და შენობამ დაკარგა თავდაპირველი სახე.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში 1932 წელს ეკლესია დახურეს და მის შენობაში განათავეს საწყობები, ელექტომექანიკური ქარხანა და საერთო საცხოვრებელი.

1991 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შენობის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ. მთავარი საკურთხეველი კვლავ აკურთხეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე, მოგვიანებით, 1992 წლის 5 ნოემბერს აკურთხეს წმინდა ათანასესა და კირილეს სახლობის ეგვტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Токмаков И. Ф. Краткий историко-археологический очерк церкви Свв. Афанасия и Кирилла Александрийских Патриархов, что на Сивцевом Вражке, в Москве. — М.: Губ. тип., 1890. — 12 с. — (Сб. материалов для VIII Археол. съезда в Москве ; Вып. 7).
  • Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 2. — С. 345—348. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
  • Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 648.
  • Шармин П. Н. Церковь Афанасия и Кирилла на Сивцевом Вражке // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.
  • Храм Святителей Афанасия и Кирилла патриархов Александрийских, что на Сивцевом Вражке. Приходская летопись / Сост. П. Шарганов. — М., 1994. — 63 с.