მოსაკრებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოსაკრებელიგადასახადის ერთ-ერთი სახეობა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის.

მოსაკრებლის გადახდა ხდება, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისთვის. საქართველოში მოსაკრებლების სახეებია: საბაჟო, სალიცენზიო და სანებართვო, სახელმწიფო სერტიფიკატის, სარეგისტრაციო, სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი, სახელმწიფო ბაჟი და სხვა.

მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]