მოსავლიანობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსავლიანობამემცენარეობის პროდუქციის რაოდენობა ფართობის ერთეულზე. განასხვავებენ მოსავლიანობის რამდენიმე სახეს: პოტენციურს, გეგმიანს, მოსალოდნელს, მოსავლიანობის ძირზე და ფაქტობრივ ანუ ბეღლის მოსავლიანობას.

  • პოტენციური მოსავლიანობა — პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობაა ფართობის ერთეულზე, რომელიც შეიძლება მოგვცეს ამა თუ იმ ჯიშმა ან ჰიბრიდმა.
  • გეგმიანი მოსავლიანობა — არის წინასწარ დასახული რაოდენობა ამა თუ იმ მეურნეობაში ან რეგიონში, რესპუბლიკაში, იგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საწარმოო-საფინანსო გეგმის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
  • მოსალოდნელი მოსავლიანობა — პროდუქციის მოსალოდნელი რაოდენობაა გარკვეული საზომი ერთეულებით ან პირობითი დონის მიხედვით (მაღალი, საშუალო, დაბალი);
  • მარცვლეულის ფაქტობრივი (ბეღლის) მოსავლიანობა — 1 ჰექტარზე აღებული იანგარიშება კომბაინის საბუნკერო ან სუფთა (მარცვლის გაწმენდის შემდეგ) წონით. მოსავლიანობის დონე დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე, კლიმატზე, გეოგრაფიულ, ნიადაგურ, მიკრობიოლოგიურ, ბიოლოგიურ, აგროტექნიკურ, ორგანიზაციულ-ეკონომიკურ და სხვა ფაქტორებზე. მიწათმოქმედების ინტენსიური სისტემა მაღალ მოსავლიანობას განაპირობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]