სტივ მორსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მორსი, სტივ)
სტივ მორსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1954 (1954-07-28) (69 წლის)
დაბ. ადგილი Hamilton
წარმოშობა ჰამილტონი, ოჰაიო, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინსტრუმენტული როკი, პროგრესული როკი, მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ჯაზ-ფიუჟენი[1]
საქმიანობა გიტარისტი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარები
აქტიური 1969 - დღემდე
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Music Man Steve Morse Signature guitar, Fender Telecaster
საიტი ოფიციალური საიტი
სტივ მორსი ვიკისაწყობში

სტივენ ჯეი მორსი (ინგლ. Steve J. Morse, დ. 28 ივლისი, 1954, ოჰაიო, აშშ) — მძიმე როკ-ჯგუფ Deep Purple-ის სოლო გიტარისტი 1994—2022 წლებში. მისი კარიერა მოიცავს როკის, ქანთრი, ჯაზის, კლასიკისა და ამ მუსიკალურ მიმდინარეობათა ნაზავს. მორსი Deep Purple-ის წევრია 1994 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივის მშობლები პროფესიით ფსიქოლოგები იყვნენ. ჰამილტონიდან ოჯახი ტენესიში გადავიდა, შემდეგ ქალაქ იპსილენტში (მიჩიგანი), სადაც სტივმა ბავშვობა გაატარა.მიუხედავად იმისა, რომ მორსი ფორტეპიანოსა და კლარნეტზე უკრავდა, მან საბოლოოდ გიტარა აირჩია.

სტივი თავის ძმა დეივთან ერთად უკრავდა ჯგუფ The Plague-ში. რიჩმონდის აკადემიაში მორსი შეხვდა ბასისტ ენდი უესტს. მათ ჯონ კართან (კლავიშები), ფრენკ ბრიტინჰემსა (გიტარა და ვოკალი) და დეივ მორსთან (დასარტყმელი საკრავები) ერთად შექმნეს ჯგუფი Dixie Grits, თუმცა ჯგუფმა დიდხანს არ იარსება.

უესტი და მორსი აგრძელებდნენ ერთად დაკვრას, მანამდე სანამ სტივი სკოლიდან გარიცხეს (მან უარი განაცხადა, თმები შეეჭრა). სტივმა მაიამის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1970-იან წლებში იქ რამდენიმე, მომავალში ცნობილი მუსიკოსი სწავლობდა. ენდი უესტიც მაიამის უნივერსიტეტში მოხვდა.

1993 წელს Deep Purple-ის ალბომ The Battle Rages On-ის მხარდამჭერ ტურნეს დროს, რიჩი ბლექმორმა ჯგუფი დატოვა. სანამ ჯგუფში სტივს აიყვანდენ, ტურნეს დასასრულებლად დროებით გიტარისტი ჯო სატრიანი მოიწვიეს. 2022 წლამდე მორსი Deep Purple-ში უკრავდა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Steve Huey The Dixie Dregs. Allmusic