შინაარსზე გადასვლა

მორსილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურგოსული მორსილა

მორსილა (ესპ. morcilla) — ესპანური სისხლიანი ძეხვი. არსებობს მორსილას დამზადების რამდენიმე რეგიონული რეცეპტი. მათგან ყველაზე ცნობილია ბურგოსული მორსილა (ესპ. morcilla de Burgos), რომელსაც ღორის სისხლისა და ხორცისაგან, ქონისგან, ხახვისგან და ბრინჯისგან ამზადებენ და მწვანე მორსილა (ესპ. morcilla de verduras), სადაც ბრინჯის მაგივრად პრასს ამატებენ. კანარის კუნძულებზე ამზადებენ ტკბილ მორსილას (ესპ. morcilla dulce) ჩამიჩის, ნუშისა და დარიჩინის დამატებით. მორსილა ასევე სხვა ესპანურენოვანი ქვეყნების სამზარეულოებშიც გვხვდება.

მორსილას ამზადებენ გრილზე, წვავენ, ამატებენ ლობიოს, მუხუდოს ან ოსპის წვნიანებსა და პაელაში და მიართმევენ როგორც ტაპასს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]