მორონგა

მორონგა — სისხლისგან მომზადებული ძეხვის სახეობა. ის გავრცელებულია ურუგვაის, არგენტინის, კუბის, კოლომბიის, პუერტო-რიკოს, ცენტრალური ამერიკის (სალვადორი, ბელიზი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, პანამა და კოსტა-რიკა), მექსიკისა და პარაგვაის სამზარეულოებში.[1]
მორონგას მოსამზადებლად ღორის სისხლს, სანელებლებს, მწვანილს (როგორიცაა რუტა, ორეგანო და პიტნა), ხახვსა და ჩილის წიწაკას, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარშავენ ღორის მსხვილი ნაწლავებისგან დამზადებულ გარსში. მიირთმევენ საწებელთან, ჩილე როხოს ან ჩილე ვერდესთან ერთად. ცენტრალურ მექსიკაში იგი ზოგჯერ გორდიტასისა და ტაკოს შიგთავსიცაა, თუმცა ეს მას შემდეგ ხდება, რაც ძეხვს ტაფაზე წვავენ მწვანე ხახვთან და ხალაპენიოს წიწაკასთან ერთად. იუკატანის ნახევარკუნძულზე მორონგას მორსილიას უწოდებენ და თითქმის ყოველთვის მიირთმევენ სხვა ძეხვებთან (ბუჩე)[2] და მწნილის, ხახვის, ქინძისა და სანელებლების ნაზავთან.[3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Alvarez, Natalia. (2011-02-25) Como hacer morcilla (Mbusia) es. ციტირების თარიღი: 2024-07-05
- ↑ Condé Nast Traveler: A Local's Guide to the Best of Mérida, Mexico
- ↑ Ethnic Food Lover's Companion: A Sourcebook for Understanding the Cuisines of the World
- ↑ Yucatán: Recipes from a Culinary Expedition, By David Sterling