მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°20′36″ ჩ. გ. 41°50′20″ ა. გ. / 48.34333° ჩ. გ. 41.83889° ა. გ. / 48.34333; 41.83889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოროზოვსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფომინ ივანოვიჩი
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1904-1914

მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ მოროზოვსკში, მოროზოვსკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქ. მოროზოვსკი, ლენინის ქუჩა, 67.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში სტანიცის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა. ღვთისმშობლის კვართის ეკლესია, რომელიც მოროზოვსკაიაში მდებარეობდა უკვე აღარ იყო საკმარისი ადგილობრივი მრევლისთვის. 1912 წლის აპრილში სტანიცის მოსახლეობის კრებაზე გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ეკლესია[1].

კრებას, რომელსაც 66 ადამიანი ესწრებოდა მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ მართლმადიდებლური ეკლესია. ადგილობრივმა საბჭომ ეკლესიის ასაშენებლად გამოყო ადგილი 500 დესეტინა ფართობით. ტაძარი ააგეს ფომინ ივანოვიჩის პროექტის თანახმად. მშენებლობა დასრულდა წელიწადნახევრის შემდეგ. აშენებული ტაძარი დაიბზარა, რაც გამოიწვია ფუნდამენტში ნალექის დაგროვებამ. 1914 წელს ინჟინერმა მოინახულა ეკლესია და განაცხადა, რომ ბზარები საშიში არაა და არ არსებობს დაბრკოლება იმისათვის, რომ ტაძარი გაიხსნას. 1915 წლის 25 აპრილს ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელობაზე. ეკლესიის მრევლი იყო დაახლოებით 1 000 ადამიანი.

ეკლესია მოქმედებდა XX საუკუნის 30-იან წლებამდე. მასთან ახლოს ააშენეს სამხედრო ქალაქი და ეკლესია მოექცა მის ტერიტორიაზე. ასეთ მდგომარეობაში ტაძარი იდგა 1940-იანი წლების ბოლომდე. დაინგრა სამრეკლო. საბოლოოდ ტაძარში განათავსეს სამხედრო საწყობი.

2001 წელს დაიწყო ტაძრის აღორძინება. ამ პერიოდში ტაძარი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში. აღდგა ეკლესიის სამრეკლო. დააყენეს ახალი ზარები, რომლებიც ჩამოასხეს ქალაქ ვორონეჟში. მთავარი ზარის წონა იყო 1 250 კგ.

ტაძარში არის წმინდა ნიკოლოზ პოპოვის ხატი, რომელშიც ჩატანებულია მისი წმინდა ნაწილები.

ეკლესიის წინამძღვარია იური ტროფიმოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]