მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი
რუს. Мемориальный комплекс
კოორდინატები 48°21′10″N 41°49′38″E / 48.352873° ჩ. გ. 41.827194° ა. გ. / 48.352873; 41.827194
მდებარეობა რუსეთი, მოროზოვსკი
გახსნის თარიღი 2010
გარე სურათები
მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი

მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი (რუს. Мемориальный комплекс) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკში, რუსეთის ფედერაცია. ეძღვნება მოროზოვსკის რაიონის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს.

კომპლექსის მისამართი: 347210, როსტოვის ოლქი, ქალაქი მოროზოვსკი, ლენინის ქუჩა № 155.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვოს ოლქის ქალაქ მოროზოვსკში მდებარე მემორიალური კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძეგლს, რომელიც ეძღვნება მოროზოვსკის რაიონის ისტორიის სხვადასხვა ეტაპს. კომპლექსში შედის:

  • ჯარისკაცის ორი სკულპტურული ქანდაკება. ძეგლი ააგეს ქალაქ მოროზოვსკის მოსახლეობის სახსრებით 1955 წელს დიდი სამამულო ომის პერიოდში დაღუპული მეომრების საფლავზე. აქ დაკრძალულია საბჭოთა წითელი არმიის 1 832 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი. დაღუპულთა სახელები უცნობია.
  • ძეგლი-ობელისკი, რომელიც დგას სამოქალაქო ომისა და 1918-1920 წლებში ქალაქ მოროზოვსკის გათავისუფლებისათვის დაღუპული ჯარისკაცების საფლავზე. აქ დაკრძალულია საბჭოთა წითელი არმიის 13 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი.
  • საბჭოთა კავშირი გმირების ძეგლი - არის ჯარისკაცის ძეგლი, რომელიც დგას გმირების ძეგლთან, ერთ ხელში უჭირავს ქუდი, მეორეში გვირგვინი. ჯარისკაცის მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი და ორდენია. ძეგლი დგას დაბალ კვარცხლბეკზე.
  • ზურგში მომუშავე ადამიანების მემორიალური ნიშანი, რომელსაც ბარელიეფის ფორმა აქვს.
  • ძეგლი „სამხედრო ძმობა“ - რუსეთის ადგილობრივი კონფლიქტების სამახსოვრო ნიშანი. რუსეთის გმირი ერთ-ერთი არის ალექსანდრე კირიანოვი, რომელიც იბრძოდა 559-ე ბომბდამშენ საავიაციო პოლკში. დაიღუპა 1994 წლის 31 დეკემბერს ქალაქ გროზნოში.
  • სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც მდებარეობს ძმათა სასაფლაოზე. ქანდაკების წინ დგას მემორიალური დაფა რომელზე აწერია დაღუპულ მეომართა სახელები.

მემორიალური კომლექსი შეიქმნა გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვების 65-ე წლისთავზე. კომპლექსის ახლოს მდებარეობს მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]