მორნინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორნინგტონი
მშობ. სახელი: ინგლ. Mornington Island

მორნინგტონი კოსმოსიდან
გეოგრაფია
16°30′ ს. გ. 139°30′ ა. გ. / 16.500° ს. გ. 139.500° ა. გ. / -16.500; 139.500 (Mornington Island)
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 648 კმ²
უმაღლესი წერტილი 150 მ
კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1007 (2001)
სიმჭიდროვე 1,554 /კმ²

მორნინგტონი (ინგლ. Mornington Island) — უელსლის კუნძულებიდან ყველაზე დიდი კუნძული. იგი მდებარეობს კარპენტარიის ყურეში და არის ავსტრალიის შტატის, კუინზლენდის ნაწილი.

2001 წელს, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 1007 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორნინგტონი დიდი კუნძულია, რომელიც მდებარეობს კარპენტარიის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 25 კმ-ში ავსტრალიის კონტინენტური ნაწილიდან. მანძილი ქალაქ ბერკთაუნამდე — დაახლოებით 125 კმ-ია სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ქალაქ კარამბამდე — დაახლოებით 200 კმ აღმოსავლეთით. კუნძულის ფართობი შეადგენს 648 კმ²-ს (ეს ყველაზე დიდი კუნძულია უელსლის კუნძულების ჯგუფში)[1]. უმაღლესი წერტილი აღწევს 150 მეტრს.[2] კუნძულის ზედაპირი ძირითადად დაფარულია დაბალი ბუჩქებით, ასევე ჭაობიანი დაბლობებით.

კლიმატი კუნძულზე მშრალი ტროპიკულია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 800 მმ-ს, მათ შორის დიდი ნაწილი მოდის ზაფხულში. ხშირად ხდება ტროპიკული ციკლონები.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორნინგტონის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ავსტრალიელი აბორიგენები, კერძოდ: მარნბილის, დჰუალ-დჰუალის და გჰინგინის ტომის წარმომადგენლები, რომლებიც მოცურდნენ კუნძულზე ავსტრალიის მატერიკული ნაწილიდან დაახლოებით 10 ათასი წლის წინ.[4] მორნინგტონის ტრადიციული მოსახლეობაა — ავსტრალიელი აბორიგენული ტომი ლარდილი.

კუნძულმა თანამედროვე დასახელება მიიღო 1802 წელს და ეს სახელი მას უწოდა ბრიტანელმა მოგზაურმა მეტიუ ფლინდერსმა ინდოეთის ყოფილი გენერალ-გუბერნატორის, მორნინგტონის პირველი ბარონის რიჩარდ უელსლის პატივსაცემად.[5]

XX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე ასევე გადმოასახლეს აბორიგენთა ნაწილი ავსტრალიის მატერიკული ნაწილიდან და ახლომდებარე კუნძულებიდან. 1914 წელს მორნინგტონზე დაარსდა თანამედროვე დასახლება ჰუნუნა. ამავე წელს დასახლებაში გამოჩნდნენ პირველი პრესვიტერიანული მისიონერობი. 1948 წელს მორნინგტონზე მეზობელ კუნძულ ბენტინკიდან გადმოასახლეს კაიადილტის ტომის წარმომადგენლები.[3] 1978 წელს კუნძულზე დაარსდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.[4]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1007 ადამიანს, მათი დიდი უმრავლესობა ცხოვრობდა დასახლებულ პუნქტში ჰუნუნა. მორნინგტონის მოსახლეობა ძირითადად წარმოდგენილია ავსტრალიელი აბორიგენებით. ყველაზე დიდი კლანია — ლარდილი, რომელთა წარმომადგენლები არიან კუნძულზე მიწის ტრადიციული მესაკუთრენი. კაიადილტის კლანი ძირითადად შედგება კუნძულ ბენტინკის მოსახლეობისაგან, რომლებიც გადმოასახლეს მორნინგტონზე 1948 წელს. კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wellesley Islands. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2009.
  2. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  3. 3.0 3.1 Mornington Island. Mount Isa Centre for Rural & Remote Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  4. 4.0 4.1 History of Mornington Island. Woomera Aboriginal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-20. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  5. Adrian Room., Dictionary of World Place Names Derived from British Names, Taylor & Francis, 1989, ISBN 0415028116.