მორიც ლოენბერგერი
| მორიც ლოენბერგერი | |
| შვეიცარიის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 2001 – 31 დეკემბერი, 2001 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | კასპარ ვილიგერი |
| წინამორბედი | ადოლფ ოგი |
| მემკვიდრე | კარპარ ვილიგერი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 2006 – 31 დეკემბერი, 2006 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | მიშლინ კალმი-რე |
| წინამორბედი | სამუელ შმიდი |
| მემკვიდრე | მიშლინ კალმი-რე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 2000 – 1 დეკემბერი, 2000 | |
| პრეზიდენტი | ადოლფ ოგი |
| წინამორბედი | ადოლფ ოგი |
| მემკვიდრე | კასპარ ვილიგერი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 2005 – 31 დეკემბერი, 2005 | |
| პრეზიდენტი | სამუელ შმიდი |
| წინამორბედი | სამუელ შმიდი |
| მემკვიდრე | მიშლინ კალმი-რე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 2010 – 1 ნოემბერი, 2010 | |
| პრეზიდენტი | დორის ლოიტჰარდი |
| წინამორბედი | დორის ლოიტჰარდი |
| მემკვიდრე | მიშლინ კალმი-რე |
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1995 – 1 ნოემბერი, 2010 | |
| წინამორბედი | ოტო სტიჩი |
| მემკვიდრე | სიმონეტა სომარუგა |
გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგიისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1995 – 1 ნოემბერი, 2010 | |
| წინამორბედი | ადოლფ ოგი |
| მემკვიდრე | დორის ლოიტჰარდი |
| დაბადებული | 21 სექტემბერი, 1946 ბილი, შვეიცარია |
| ეროვნება | შვეიცარიელი |
| რეზიდენცია | ციურიხი |
| პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული |
| მეუღლე | გრეტ ლოენბერგერი |
| შვილები | 2 |
| განათლება | ციურიხის უნივერსიტეტი |
| ხელმოწერა | |
მორიც ლოენბერგერი (დ. 21 სექტემბერი, 1946) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი და იურისტი, რომელიც 1995 წლიდან 2010 წლამდე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი იყო. მორიცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა 2001 და 2006 წლებში. ლოენბერგერი ფედერალური საბჭოს წევრობის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალურ სამინისტროებს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიული თვალსაზრისით ლოენბერგერი არის იურისტი, 1991 წლამდე ციურიხში მართავდა საკუთარ იურიდიულ ფირმას. მორიც ლოენბერგერი ეტაპობრივად იქნა არჩეული ციურიხის საქალაქო საბჭოში (1974–1983), შვეიცარიის ეროვნულ საბჭოში (1979–1995) და ციურიხის კანტონის მთავრობაში (1991–1995), სადაც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს. 1972 წლიდან 1991 წლამდე ლოენბერგერი იყო შვეიცარიის მოიჯარეთა ასოციაციის — მიტერვერბანდის — პრეზიდენტი.
ლოენბერგერი 1995 წლის 27 სექტემბერს აირჩიეს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლად, სადაც მორიც ლოენბერგერმა ჩაანაცვლა ოტო შტიხი. მორიცი გახდა გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 1998 წელს დეპარტამენტის სახელწოდება შეიცვალა და დაემატა ტერმინი „გარემო“.
ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე, 2009 წლის 20 იანვარს, ევროპული რკინიგზების თანამეგობრობამ (Community of European Railways) და ევროპული სარკინიგზო მრეწველობის კავშირმა (Union des Industries Ferroviaires Européennes) გადასცეს 2009 წლის ევროპული სარკინიგზო ჯილდოები. ლოენბერგერს გადაეცა პოლიტიკური ჯილდო მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის შექმნასა და შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის.[1][2]
2010 წლის 9 ივლისს ლოენბერგერმა განაცხადა, რომ ამავე წლის 31 დეკემბრიდან დატოვებდა ფედერალურ საბჭოს.[3] ამ პერიოდში ასევე მოელოდნენ ჰანს-რუდოლფ მერცის გადადგომას და მათ შორის მიმდინარეობდა საუბარი ერთდროულ თანამდებობის დატოვებაზე. თუმცა ლოენბერგერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.[4] ერთი თვის შემდეგ, 2010 წლის 6 აგვისტოს, მერცმაც გამოაცხადა, რომ ოქტომბერში გადადგებოდა.[5]
შედეგად შეიქმნა ვითარება, პარლამენტს ახალი ფედერალური საბჭოს წევრის არჩევა როგორც სექტემბერში, ისე ნოემბერში მოუწევდა. რთული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ლოენბერგერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეცვლიდა გადადგომის თარიღს, რათა ორივე ახალი ფედერალური საბჭოს წევრის არჩევა ერთდროულად ჩატარებულიყო.[6]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორიც ლოენბერგერი თეოლოგ რობერტ ლოენბერგერის ვაჟია. 2003 წლიდან ლოენბერგერი დაქორწინებულია არქიტექტორ გრეტ ლოენსბერგზე და ჰყავს ორი ვაჟი.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარდი და ქვა: ძირითადი ღირებულებები ყოველდღიურ პოლიტიკაში — გამოსვლები და ტექსტები, ციურიხი, 2002. ISBN 3-85791-399-1
- ოცნებები და დღის წესრიგი — გამოსვლები და ტექსტები, მე-6 გამოცემა, ციურიხი, 2002. ISBN 3-85791-348-7
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „European rail sector celebrates European Railway Award 2009“ (PDF) (პრეს-რელიზი). CER and UNIFE. 20 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 March 2009. ციტირების თარიღი: 16 February 2009.
- ↑ „Leuenberger picks up railway award“. Swissinfo. 20 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2019. ციტირების თარიღი: 16 February 2009.
- ↑ „Long-serving Swiss cabinet minister resigns“. Swissinfo. 9 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2012. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
- ↑ „Leuenberger durchkreuzt Merz' Pläne“. NZZ. 11 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2019. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
- ↑ „Embattled finance minister bows out“. Swissinfo. 6 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2012. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
- ↑ „Bundesratsrücktritte als Ärgernis“. NZZ. 10 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2019. ციტირების თარიღი: 10 August 2010.