მორის სახვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის სახვაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი მორის სახვაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1937
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 2011 (73 წლის)
სპორტი
სპორტი ფარიკაობა

მორის სახვაძე (დ. 28 თებერვალი, 1937, თბილისი — გ. 21 იანვარი, 2011) — ქართველი და საბჭოთა მოფარიკავე (ხმალი). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), სსრკ სამგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1960, 62, 64), მეორე პრიზიორი პირად (1964) და გუნდურ (1966) ჩათვლაში, სსრკ თასის მფლობელი (1963). იმსაჯა XXII (1980, მოსკოვი) და XXV (1992, ბარსელონა) ოლიმპიური თამაშებში. XXVIII ოლიმპიადაზე (2004, ათენი) იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის დელეგატი. მსაჯად იყო მიწვეული მსოფლიოს 15-მდე ჩემპიონატზე. 1992 წლიდან იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელგუჯა ბერიშვილი „ქართული სპორტის ოქროს წიგნი“ გვ. 183, პალიტრა L, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]