შინაარსზე გადასვლა

მორის კუანდეტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის კუანდეტე
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1932(1932-09-22)
დაბადების ადგილი Natitingou
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 2003(2003-04-07) (70 წლის) ან 7 სექტემბერი, 2003(2003-09-07)[1] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი Natitingou
მოქალაქეობა  ბენინი
Republic of Dahomey
საფრანგეთი
განათლება École Spéciale Militaire de Saint-Cyr და National Active Non-Commissioned Officers School

მორის კუანდეტე (დ. 22 სექტემბერი, 1932 — გ. 7 აპრილი, 2003) — ბენინელი სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკოსი. კუანდეტე არმიაში გვიან მოზარდობის ასაკში ჩაეწერა. წლების განმავლობაში მან პოპულარობა მოიპოვა ჩრდილოელ უმცროს ჯარისკაცებს შორის, ხოლო სამხრეთელების მხრიდან ზიზღი დაიმსახურა. ჯიმ ჰოაგლანდმა „The Washington Post“-იდან კუანდეტე დაახასიათა, როგორც „ხასიათვალებადი, ბრწყინვალე და ძალზე ამბიციური ჯარისკაცი“.[2]

1967 წლის 17 დეკემბერს კუანდეტე სათავეში ჩაუდგა სამხედრო გადატრიალებას და დაამხო პრეზიდენტი კრისტოფ სოგლო. კუანდეტემ ხელში ჩაიგდო პრეზიდენტობა, თუმცა არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა იგი. ორი დღის შემდეგ მან ძალაუფლება ალფონს ალის გადასცა, ხოლო 1968 წელს აიძულა იგი გადამდგარიყო კუანდეტეს ფავორიტის, ემილ დერლინ ზინსუს სასარგებლოდ. კუანდეტე დაინიშნა დაგომეის 1500-კაციანი არმიის შტაბის უფროსად და 1969 წლის 10 დეკემბერს, მის დასაცავად, მოაწყო მორიგი გადატრიალება ზინსუს წინააღმდეგ. სამხედროებმა კუანდეტე ლეგიტიმურად არ ცნეს, ხოლო არჩევნებმა, რომლებიც ამას მოჰყვა, გზა გაუკაფა მმართველობის „საპრეზიდენტო საბჭოს“ ფორმას. კუანდეტემ ძალაუფლების ხელში ჩაგდება კიდევ ერთხელ სცადა 1972 წლის 23 მარტის გამთენიისას, თუმცა ჩახლართული შეთქმულება ჩაიშალა და კუანდეტეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. კუანდეტე დაუყოვნებლივ შეიწყალეს, როდესაც მისმა ბიძაშვილმა, მაიორმა მათიე კერეკუმ, 26 ოქტომბერს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. შეწყალების შემდეგ კუანდეტე სამხედრო ცხოვრებიდან გადადგა და 2003 წელს გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება და სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუანდეტე დაიბადა ჩრდილოეთ დაგომეის გაბას რაიონში, სომბას ეთნიკური ჯგუფის ოჯახში.[3] იგი იყო მატიე კერეკუს ბიძაშვილი, რომელიც ასევე გახდა ბენინის პრეზიდენტი.[4] გვიან მოზარდობის ასაკში კუანდეტე არმიაში ჩაეწერა და სწავლობდა საფრანგეთის სამხედრო სკოლასა (Ecole Militaire) და სენ-სირში (Saint Cyr)..[5] მან დაიწყო ამბოხი ზემდგომი ოფიცრების, მაგალითად, პოლკოვნიკების — კრისტოფ სოგლოსა, ალფონს ალის, და შესაბამისად, ფონის მთელი იერარქიის წინააღმდეგ, რომელიც დაგომეის სამხედრო ძალებში დომინირებდა. მისი პოპულარობა იზრდებოდა ჩრდილოელ უმცროს ჯარისკაცებს შორის, მაშინ როდესაც სამხრეთელების მხრიდან მისდამი ზიზღი მატულობდა.[5] ჯიმ ჰოაგლანდმა „The Washington Post“-იდან კუანდეტე დაახასიათა, როგორც „ხასიათვალებადი, ბრწყინვალე და ძალზე ამბიციური ჯარისკაცი“.[2]

კუანდეტეს ძალაუფლების ზრდა დაგომეაში მძაფრი რეგიონალიზმის პერიოდს დაემთხვა. ამას ხელს უწყობდა ისტორიული უკმაყოფილება, რომელიც აბომეის და პორტო-ნოვოს ყოფილი სამეფოების წევრებსა და ჩრდილოეთის არაორგანიზებულ ტომებს შორის არსებობდა.[6] Its ამის შედეგად ჩამოყალიბდა სამი დე ფაქტო ტომობრივი ზონა: ჩრდილოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი.[7] ამ რეგიონალიზმმა შეიარაღებულ ძალებშიც შეაღწია, რასაც ემატებოდა ოფიცრების დაყოფა კლიკებად განათლების მიხედვით.[8]

მიუხედავად კუანდეტეს მხრიდან მისდამი ზიზღისა, სოგლომ იგი 1965 წელს თავის სასახლის დაცვაში დანიშნა. მომდევნო წელს იგი თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ კუანდეტე სოგლოს საწინააღმდეგო ანგარიშებს აყალბებდა. 1967 წელს კუანდეტე ალის კაბინეტის უფროსად დაინიშნა,[5] ხოლო შტაბის სხდომებზე მისი ხშირი დაპირისპირება ალისთან დაეხმარა დაგომეის არმიაში ფრაქციების ჩამოყალიბებას.[3] აპრილში კუანდეტე გახდა „სამხედრო სიფხიზლის კომიტეტის“ (Comité Militaire de Vigilance) ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სოგლოს ადმინისტრაციის მართვის მიზნით შეიქმნა. ჩვეული ზიზღის გარდა, კუანდეტე სულ უფრო მეტად შეშფოთებული იყო პრეზიდენტის „არასამხედრო“ მეთოდების გამო.[5]

1967 წლის სახელმწიფო გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის 17 დეკემბერს კუანდეტემ, კერეკუმ და კიდევ 60-მა ჯარისკაცმა მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება და დაამხეს სოგლო. კუანდეტემ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, თუმცა არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა იგი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართო საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობდა, კუანდეტეს ფრაქციის წევრები მოუწოდებდნენ მას, დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე. ამავდროულად, საფრანგეთმა უარი თქვა დაგომეის დახმარებაზე და არ აღიარა კუანდეტე ლეგიტიმურად.[9] ორი დღის შემდეგ, დაგომეაში არსებული კრიზისის მოგვარების მცდელობისას, კუანდეტემ დროებით პრეზიდენტად დანიშნა საყოველთაოდ საყვარელი ალი, რომელიც მანამდე კუანდეტეს შინაპატიმრობაში ჰყავდა აყვანილი.[10] ამის შემდეგ კუანდეტე პრემიერ-მინისტრად მსახურობდა.[9]

მათი როლები მხოლოდ დროებითი იყო, რადგან ძალაუფლება სამოქალაქო პირებს ექვსი თვის ვადაში უნდა გადასცემოდათ.[11] ამ დროისთვის ალი კუანდეტე უბრალო სპიკერზე (ინტერესების გამტარებელზე) ცოტა მეტი იყო.[12] 1968 წლის 17 ივლისს კუანდეტემ აიძულა ალი გადამდგარიყო და ძალაუფლება გადასცა დოქტორ ემილ დერლინ ზინსუს.[13] ძალაუფლების ეს გადაცემა ძირითადად ფრანგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა, რადგან ზინსუ მათ შორის პოპულარობით სარგებლობდა.[14] არ მოელოდნენ, რომ ზინსუს პრეზიდენტად აირჩევდნენ, რადგან მას მიაჩნდა, რომ კუანდეტეს გადატრიალება უკანონო ქმედება იყო.[12] მან ასევე დაგმო ტოგოს პრეზიდენტი გნასინგბე ეიადემა, რომელსაც კუანდეტე დიდ პატივს სცემდა.[15] სექტემბერში ალი აიძულეს დაეტოვებინა შტაბის უფროსის თანამდებობა და იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. შტაბის მომდევნო უფროსად კუანდეტე შეირჩა.[16]

1969 წლის სახელმწიფო გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს კუანდეტემ შეიტყო, რომ ზინსუ მისი შეცვლასა და შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას გეგმავდა. 1969 წლის 10 დეკემბერს კუანდეტემ ზინსუ დაამხო. პრეზიდენტს სასახლეში მისვლისას ჯარისკაცები ავტომატური იარაღიდან სროლით დახვდნენ. ყოფილი პრეზიდენტი დაზიანებებით გადარჩა, თუმცა მისი ორი მცველი მოკლეს.[17] კუანდეტემ გადატრიალება იმით გაამართლა, რომ ზინსუმ ქვეყნის შერიგება ვერ შეძლო.[18]

თუმცა, სამხედროებმა კუანდეტე არ აღიარეს.[19] იმის გამო, რომ ორ კაცს შორის დავა არ წყდებოდა, შეიქმნა სამხედრო დირექტორია, რომლის თავმჯდომარე პოლ ემილ დე სუზა გახდა,[20] კუანდეტე წევრი იყო, ხოლო მესამე ადგილი ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა ბენუა სინზოგანმა დაიკავა.[21] ნამდვილი პრეზიდენტის გამოსავლენად 1970 წლის 28 მარტს არჩევნები ჩატარდა. ამჯერად, ვეტერან პოლიტიკოსებს — ჰუბერტ მაგას, სურუ-მიგან აპიტისა და ჟუსტინ აჰომადეგბე-ტომეტინს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება დაერთოთ და მათაც ისარგებლეს ამ შესაძლებლობით. ამ კამპანიებს თან სდევდა ძალადობრივი გამოხტომები; დაუდასტურებელი ცნობებით, არჩევნების წინა დღეს პარაკუში მომხდარი ინციდენტებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.[22] არჩევნები მოგვიანებით ანულირებულ იქნა, ხოლო 7 მაისს შეიქმნა საპრეზიდენტო საბჭო, რომელიც შედგებოდა მაგას, აჰომადეგბე-ტომეტინისა და აპიტისგან, პრეზიდენტობით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში იცვლებოდა. მაგამ ეს სისტემა პირველი ორი წლის განმავლობაში აამოქმედა.[23] კუანდეტეს შტაბის უფროსის სტატუსი ჩამოერთვა და იგი აიძულეს გამხდარიყო ალის ადიუტანტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. ეს უკანასკნელი ასევე დაინიშნა ეროვნული თავდაცვის მდივნის მოადგილედ.[24]

1972 წლის გადატრიალების მცდელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მათიე კერეკუ 2006 წელს

კუანდეტემ ძალაუფლების ხელში ჩაგდება კიდევ ერთხელ სცადა 23 თებერვლის გამთენიისას. როდესაც აჰომადეგბე-ტომეტინმა პირველად შეიტყო ამბოხის შესახებ, მას ეგონა, რომ ეს მაგას მცდელობა იყო ძალაუფლების შესანარჩუნებლად.[25] უიდას გარნიზონის მეთაურობით, კუანდეტე ასევე შეეცადა სამთავრობო შენობების დაკავებას და დე სუზას მკვლელობას. ოპერაციის დროს, თავდამსხმელი მაიორი მუმუნი სასიკვდილოდ დაიჭრა დე სუზას ტყვიებით. შეთქმულება ჩაიშალა, თუმცა მაგამ გააუქმა ვიზიტი საფრანგეთში, რათა არსებული ვითარებისთვის მიეხედა.[26] 12-წევრიანმა სამხედრო კომისიამ მალევე აღმოაჩინა კიდევ ერთი შეთქმულება, რომელიც კუანდეტეს გეგმის პარალელურად უნდა განხორციელებულიყო.[25] მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კაპიტნები გლელე და პიერ ბონი აპირებდნენ კუანდეტეს გაჰყოლოდნენ მანამ, სანამ დე სუზა არ მოიკვლებოდა, შემდეგ კი თავად ლიდერს მოკლავდნენ და ხელისუფლებაში კვლავ ზინსუს დააბრუნებდნენ.[27]

სამხედრო სასამართლო პროცესის ორგანიზება ნელა მიმდინარეობდა და იგი 12 მაისამდე არ დაწყებულა.[28] სასამართლომ კუანდეტეს გარდა კიდევ 21 ადამიანი გაასამართლა, ძირითადად სამხედრო ოფიცრები, თუმცა ასევე რამდენიმე სამოქალაქო პირი და მაგას მცველები.[29] სასჯელები 16 მაისს გამოცხადდა. კუანდეტეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, ისევე როგორც კაპიტნებს — ჟოსუესა და გლელეს, კვარტერმეისტერ სერჟანტ აგბოტონს, ხოლო ერთ კაპრალსა და სერჟანტს სასჯელი დაუსწრებლად გამოუტანეს. შედარებით მსუბუქი სასჯელები მიესაჯა ხუთ ადამიანს — სამუდამო პატიმრობა, ორს — 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთს — 15 წლით, ორს — ათი წლით და ორს — ხუთი წლით. დამატებით ოთხი პირი გამართლდა.[28] განაჩენები არასოდეს აღსრულებულა; ნაფიც მსაჯულებს სჯეროდათ, რომ კუანდეტე ძალაუფლებას მორიგი გადატრიალებით ჩაიგდებდა ხელში.[30] იგი დაუყოვნებლივ იქნა შეიწყალებული, როდესაც მაიორმა მათიე კერეკუმ 1972 წლის 26 ოქტომბერს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.[31]

შემდგომი ცხოვრება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეწყალების შემდეგ კუანდეტე სამხედრო ცხოვრებიდან გადადგა.[24] ყოფილი პრეზიდენტი 2003 წლის 7 აპრილს ნატიტინგოში გარდაიცვალა. იგი 70 წლის იყო და დაუდგენელი სენით იტანჯებოდა. ბენინის მთავრობამ 10-დან 13 აპრილამდე სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში დროშები დაშვებული იყო მანამ, სანამ გლოვის ბოლო დღეს მისი სახელმწიფო დაკრძალვა არ გაიმართა. მთავრობის პრესრელიზის თანახმად, გლოვა გამოცხადდა „იმ განსაკუთრებული სამსახურის აღიარების ნიშნად“, რომელიც კუანდეტემ ბენინისთვის გასწია.[32]

  1. ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.
  2. 1 2 Hoagland, Jim (29 March 1970), "Dahomey's Political Farce Could Become Tragedy", The Washington Post: 31, https://pqasb.pqarchiver.com/washingtonpost_historical/access/158858662.html?dids=158858662:158858662&FMT=ABS&FMTS=ABS:FT&date=MAR+29%2C+1970&author=Washington+Post+Foreign+ServiceBy+Jim+Hoagland&pub=The+Washington+Post&desc=Dahomey%27s+Political+Farce+Could+Become+Tragedy&pqatl=google. წაკითხვის თარიღი: 2008-12-29 დაარქივებული 2013-01-31 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  3. 1 2 Decalo 1973, p. 462.
  4. ↑ Ihonvbere და Mbaku 2003, p. 146.
  5. 1 2 3 4 Decalo 1976, p. 79.
  6. ↑ Decalo 1973, p. 453.
  7. ↑ Dossou-Yovo 1999, p. 60.
  8. ↑ Decalo 1973, p. 471.
  9. 1 2 Decalo 1973, p. 464.
  10. ↑ Decalo 1976, p. 13.
  11. ↑ "Results of Election In Dahomey Voided By Military Regime", The New York Times: 17, 13 May 1968, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1968/05/13/77305026.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-13.
  12. 1 2 Decalo 1973, p. 465.
  13. ↑ Ronen 1975, p. 206.
  14. ↑ Ronen 1975, p. 207.
  15. ↑ Decalo 1973, p. 466.
  16. ↑ Ronen 1975, p. 213.
  17. ↑ „A Job with Little Future“. Time. Time Inc. 19 December 1969. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 14, 2008. ციტირების თარიღი: 2008-11-06.
  18. ↑ "Army Leaders in Dahomey Oust the President and Take Power", The New York Times: 2, 11 December 1969, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1969/12/11/88869779.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-22.
  19. ↑ Kneib 2007, p. 21.
  20. ↑ Hudgens, Trillo და Calonnec 2003, p. 893.
  21. ↑ Decalo 1976, p. 86.
  22. ↑ Agence France-Presse (27 March 1970), "Slayings Reported and Regional Tension Rises as Dahomey Votes for President", The New York Times: 6, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1970/03/27/76724145.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-14.
  23. ↑ Kpatindé, Francis (25 March 2002), "Justin Tomêtin Ahomadégbé Éphémère chef de l'État", Jeune Afrique (Groupe Jeune Afrique), http://www.jeuneafrique.com/jeune_afrique/article_jeune_afrique.asp?art_cle=LIN25033justitatled0. წაკითხვის თარიღი: 2008-11-14.
  24. 1 2 Decalo 1976, p. 80.
  25. 1 2 Decalo 1973, p. 473.
  26. ↑ Agence France-Presse (24 February 1972), "Dahomean Sergeant Slain In Attack on Chief of Staff", The New York Times: 9, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1972/02/24/93415426.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-16.
  27. ↑ Decalo 1973, p. 474.
  28. 1 2 Ronen 1975, p. 227.
  29. ↑ Decalo 1973, p. 473–474.
  30. ↑ Decalo 1973, p. 475.
  31. ↑ Decalo 1973, p. 477.
  32. ↑ "Benim decreta três dias de luto pela morte de ex-Presidente", Panapress, 10 April 2003, http://www.panapress.com/freenewspor.asp?code=por002725&dte=10/04/2003. წაკითხვის თარიღი: 2008-12-22