შინაარსზე გადასვლა

მორის თალაკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორის ისიდორეს ძე თალაკვაძე (დ. 1908, თბილისი, — გ. XX საუკუნის დასასრული, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1969).

სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინ-ტში (1929–1934). 50-იან წლებში შექმნა პოლიტიკურ მოღვაწეთა სატირული პორტრეტებისა და კომპოზიციების სერია „ჩან-კაიში", „ძია სემი და ბრიტანული ლომი", „აჩესონი", „მაკარტური", „ტრუმენი" (ტონირებული თაბაშირი), ავტორია ქანდაკებებისა: „ყურძნის მკრეფავი" (1960, თაბაშირი), „დამშვიდობება" (1964, თაბაშირი). შექმნილი აქვს გრაფიკული სერია ქართველი კულტურის მოღვაწეთა მეგობრული შარჟებისა (ა. ქუთათელაძე, შ. მიქატაძე, კ. გამსახურდია და სხვ. 1964; ფერადი ფანქარი).