მორის-ჯესუპის კონცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის ჯესუპის კონცხის კონცხისა და ლინკონლის ზღვის რუკა
მორის ჯესუპის კონცხი გრენლანდიის სხვა უკიდურეს წერტილებს შორის

მორის ჯესუპის კონცხი — კუნძულ გრენლანდიის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსიდან 711,8 კილომეტრითაა დაშორებული. 1900 წელს კონცხს რობერტ პირიმ მიაღწია და მას სჯეროდა, რომ დედამიწის ხმელეთის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილზე იდგა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კონცხი კუნძულ კაფეკლუბენის ყველაზე ჩრდილოეთ წვერის ოდნავ სამხრეთით მდებარეობდა.

კონცხს სახელი ეწოდა ამერიკელი ფილანთროპის, მორის კეტჩუმ ჯესუპის პატივსაცემად, რომლის დაფინანსებულიც იყო პირის ექსპედიცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]