მორევის ნაფოტა (ლათ.Rutilus frissii), კუდმერცხალა — თევზიკობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, მასა 6 კგ აღწევს. გავრცელებულია აზოვისა და შავი ზღვის აუზში. კასპიის ზღვაში გვხვდება ქვესახეობა — კუტუმი. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ნაპოვნია პალიასტომის ტბაში, მდინარერიონის შესართავში და სხვა ადგილებში. მრავლდება მდინარეებში. ძვირფასი სარეწი თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვის ზღვაში. საქართველოში სიმცირის გამო მცირე სარეწი მნიშვნელობა აქვს.