მორდვული ეროვნული კოსტუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოქშა ქალები, XIX საუკუნე

მორდვული ეროვნული კოსტუმი — წარმოიშვა ანტიკურ ხანაში გლეხების დასახლებებში. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მხოლოდ მათთვის ისეთი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა: ტანსაცმლის გამორჩეული ჭრა, სპეციალური ქსოვილი, ორნამენტები და მოსართავები. მორდვული ხალხური კოსტუმები, განსაკუთრებით ქალია, ძალიან ფერადია. ტანსაცმლიდ დასამზადებელ ნაჭერს ძირითადად თვითონ ამზადებდნენ. კანაფისგან ამზადებდნენ ტილოს პერანგებისთვის, ხოლო თბილი ტანსაცმლისთვის იყენებდნენ შალის ქსოვილის ტანისამოსს რომელიც კაშკაშა შალის ძაბითვე იქარგებოდა. საღებავისთვის მცენარეული ფერები გამოიყენებოდა. ტრადიციული ტანისამოსი იყოფა ძირითად ორი მორდვული ხალხის მიხედვით ერზიას და მოქშას ტიპებად. მოკშების და ერზიების ხალხურმა ტანისამოსმა თავის სრულ არტისტულ გამომხატველობას XIX საუკუნის შუაში მიაღწია.

მოქშების ეროვნული კოსტუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქშა ქალები მათ ტრადიციულ კონსტუმებში
პატარძლის კოსტუმი. მკერდის დეკორახია. XIX - XX საუკუნეები.

მოქშების ეროვნული კოსტუმი განსაკუთრებით ფერადია. ქალის კოსტუმის ძირითადი ნაწილი არის თეთი ტილოს "პანარ-პერანგი", რომელიც ხელით იქარგება. ჭრის, სახასიათო ნაქარგების, ორნამენტების და ფერების მიხედვიტ შესაძლებელია ქალის ეთნიკური კუთვნილების დადგენა. მოქშების პანარ-პერანგის ჭრა განსხვავებულია ერზიების პერანგისგან. პანარ-პერანგი მხადდება ორი მოხრილი ზოლისგან. ერზას პერანგთან სედარებით გრძელი სახელოები აქვს. პანარ-პერანგს ღრმა დაბალი ყელი აქვს. ტრადიციული კოსტუმი წააგავს ბლუზაზე ჩაცმულ კაბას. წინა კალთაზე ჭრილი აქვს. მსგავსი ჭრილი ზოგადად პოპულარული იყო ვოლგის რეგიონში მცხოვრებ ხალხებში.

მოსართავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კისრის დეკორაცია რამდენიმე წყება ყელსაბამს მოიცავდა. სპეციალურ წრიულ საყელოებს ჰქონდა მყარი ძირი, რომელიც დაფარული იყო ტილოთი და ნაქარგი მინის მძივებით, ღილებით და ჯაჭვებით. ასევე ქონდათ წითელი მინის მძივებითა და სპილენძის ღილებით დამზადებული რეტიკულური მკერდის საყელოები. ისინი შეხაბებული იყო "პანარ"-ის და "რუკა"-ს უზარმაზარ ნაქარგებთან. მოქშა ქალები განსაკუთრებით აქცევდნენ ყურადღებას თეძოების მორთვას. მოსართავები დამზადებული იყო ნიჟარებისგან, ღილებისგან და საკიდებისგან. თითო მოსართვშიშესაძლებელია ყოფილიყო ექვსი ტილო, რომლებსაც "კარხტი" ექრქვა და ბასტისგან მზადდებოდა. ფეხსაცმელები მზადდებოდა ჯვარედინად დაწნული ბასტის ბოჭკოსგან, დაბალი ყელით და სპეცილური მარყუჟის საკრავებით. მოქშა ქალები ფეხებს იხვევდნენ თეთრი ან შავი ნაჭრით რასაც "ონუჩი" ერქვა.

თავსაბურავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალის თავსაბურავების ბევრი ვარიანტი არსებობს: თავზე მოსახვევი ტილოები, თავსაბურავები და ა. შ. მოქშების თავსაბურავი შედგებოდა ორი ან სამი ნაწილისგან და რქებივით გამოიყურებოდა. თავსაბურავი უჩვენებდა ასაკს და ქორწინების მდგომარეობას. ის ირთვებოდა შუშის ჩიტებით, წვრილი ნაჭრის ძაფებით, მაქმანებით ან გალონებით. წინა მხარეს იყო ორნამენტი, რომელიც იდეოგრამას წააგავდა. ანტიკური მორდვული ნაქარგი მძივებით, მონეტებით, ღილებით, მედლებით და ნიჟარებით ძირიტადად სადღესასწაულო ტანისამოსი ირთვება.

მამაკაცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამკაცის ტანისამოსი შედგებოდა პერანგისგან "პანჰარდი" და შარვალისგან "პონსკი". ისინი სახლში დამუშავებული ტილოსგან მზადდებოდა. კაცები ზაფხულში ტილოს ტანისამოსს ატარებდნენ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხმარობდნენ "სოუნამოუ"-ს, რომელიც შავი ან ყავისფერი ქსოვილის ქურთუკს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мордовский национальный костюм: Альбом/Сост.: Т.П. Прокина, М.И. Сурина.- Саранск: Мордовское книжное издательство, 1990.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.erzan.ru/news/moj-drevnij-jerzja-narod-preklonjaju-golovu-pered-tvoej-sedoj-starinoj დაარქივებული 2017-05-16 საიტზე Wayback Machine.
  2. http://www.finnougoria.ru/community/folk/section.php?SECTION_ID=351&ELEMENT_ID=2352
  3. http://www.erzia-museum.ru/index.php?option=com_cont...
  4. http://www.hnh.ru/culture/2010-11-30-4