შინაარსზე გადასვლა

მორბენალი გოგორწყვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2-3-1 ტიპის ორთქლმავლის მორბენალი გოგორწყვილები (წითელი მართკუთხედი)

მორბენალი გოგორწყვილები (მორბენალი ღერძები ან უფრო მოკლედ — მორბენალი) — თავისუფალი (ანუ მათზე არ გადადის წევის დატვირთვა წევის ძრავებიდან) გოგორწყვილები, რომლებიც მდებარეობენ მამოძრავებელი გოგორწყვილების წინ. ემსახურებიან ლოკომოტივის წინა ნაწილის განტვირთვას, ასევე ლოკომოტივის მრუდე უბნებზე ჩაწერის გასაუმჯობესებლად.

რადგანაც მოხვეულ უბნებზე ჩაწერის პირობებით მორბენალ ღერძებს უნდა ქონდეთ მნიშვნელოვანი გადახრა ლოკომოტივის საშუალო ღერძიდან, ამიტომ მათ ხშირად ათავსებენ მოსაბრუნებელ ურიკაზე (რომელსაც უწოდებენ მორბენალს), რომელსაც შეუძლია გადაადგილდეს განივ მიმართულებაზე ლოკომოტივის ძარასთან მიმართებაში.