მორაი (პერუ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორაი
მორაი

მორაი (კეჩ. Muray) — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, ქალაქ კუსკოდან დაახლოებით 50 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ მარასის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე. ძეგლი მოიცავს ინკების იშვიათ ნანგრევებს, რომელიც ძირითადად შედგება რამდენიმე უზარმაზარი წრიულად დატერასებული დეპრესიისგან, რომელთაგან უდიდესის სიღრმე 30 მეტრია. დეპრესიის დანიშნულება ბოლომდე უცნობია, თუმცა, მათი სიღრმე და მიმართულება მზისა და ქარების მიმართ, ფსკერსა და ზედა ნაწილს შორის 15 °C-იან ტემპერატურულ სხვაობას წარმოშობს. ტემპერატურის ასეთი დიდი სხვაობა ინკებს შესაძლებლობას აძლევდა შეესწავლათ განსხვავებული კლიმატური პირობების ეფექტი სხვადასხვა მცენარეზე. შეიძლება ითქვას, რომ მორაი ინკების აგრარული ექსპერიმენტების სადგური იყო.

ინკების სხვა მრავალი ძეგლის მსგავსად, მორაიც უზრუნველყოფილია საირიგაციო სისტემით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]