მორავსკი-კრუმლოვი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
მორავსკი-კრუმლოვი ჩეხ. Moravský Krumlov | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Polánka[1] , Rakšice[1] , Rokytná[1] და Q56413817? | ||||
| კოორდინატები | 49°02′55″ ჩ. გ. 16°18′42″ ა. გ. / 49.04861° ჩ. გ. 16.31167° ა. გ. | ||||
| მმართველი | Zdeněk Juránek[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1289 | ||||
| ფართობი | 49,56 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 255 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 5 667 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 672 11, 671 75[4] და 672 01[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.mkrumlov.cz/ | ||||
მორავსკი-კრუმლოვი (ჩეხ. Moravský Krumlov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში, ზნოიმოს რაიონში მდებარეობს. ქალაქი ოთხი მუნიციპალური ნაწილისგან შედგება, მორავსკი-კრუმლოვის გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდებიან პოლანკა, რაკშიცე და როკიტნა. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგილს კრუმლოვი მდინარე როკიტნას მეანდრის გამო დაერქვა. მისი წარმოშობა გერმანული „კრუმმე-აუე“ მომდინარეობს, რაც ითარგმნება, როგორც დაკლაკნილი მდელო.[5] ზედსართავი სახელი „მორავსკი“ („მორავიული“) ქალაქის სახელს 1661 წელს დაემატა, რათა ის ჩესკი-კრუმლოვისგან განესხვავებინათ.[6]



გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორავსკი-კრუმლოვი ზნოიმოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 28 კილომეტრში, ხოლო რეგიონალურ დედაქალაქ ბრნოდან სამხრეთ-დასავლეთით, 25 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის მუნიციპალური ტერიტორია სამ გეომორფოლოგიურ რაიოშია გადანაწილებული. ცენტრალური ნაწილი ბოსკოვიცეს ღრმულს უკავია, დასავლეთ ნაწილი იევიშოვიცეს მთიანეთში ვრცელდება. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილი ტყითაა დაფარული და მორავსკი-კრუმლოვის ყველაზე მაღლა მდებარე წერტილი სწორედ აქ მდებარეობს, ადგილს უ-სტავენი ჰქვია და მისი სიმაღლე 405 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქში მიედინება მდინარე როკიტნა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის დაარსება აქ პირველი ქვის ციხესიმაგრის მშენებლობას უკავშირდება, რომელიცო ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-ის ბრძანებით დაიწყო. მორავსკი-კრუმლოვის შესახებ პირველი წერილობითი ცნობა 1289 წლით თარიღდება. 1354 წელს აქ ავგუსტინელების მონასტერი დაარსდა. 1358 წელს ქალაქი კრავარჟელმა დიდგვაროვნებმა შეიძინეს.
ჰუსიტური ომების დროს ქალაქი ჰუსიტებმა დაიკავეს და ქალაქში სამხედრო ბაზა დააარსეს. ომის შემდეგ მორავსკი-კრუმლოვი ლიპელმა დიდგვაროვნებმა დაიბრუნეს, რომლებიც აქაურობას 1313-15 წლებშიც ფლობდნენ.
XVI საუკუნეში ძველი ციხესიმაგრე კომფორტულ რენესანსის სტილის რეზიდენციად აღადგინეს და სოციალურ-კულტურული ღონისძიებების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. რადგან ლიპელი დიდგვაროვნები იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებაში დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდნენ, მათ მორავსკი-კრუმლოვის მამულები ჩამოართვეს და 1622 წელს ლიხტენშტაინების დინასტიას მიჰყიდეს. 1645 წელს, ოცდაათწლიანი ომის დროს ქალაქი შვედეთის არმიამ დაიკავა, რომელმაც ქალაქი გაძარცვა და ციხესიმაგრე გაანადგურა.[6]
ნაპოლეონის ომების დროს მორავსკი-კრუმლოვი ორჯერ დაიპყრეს ნაპოლეონმა და მისმა ჯარისკაცებმა. ქალაქს დიდი დრო დასჭირდა ომების შედეგების გამოსასწორებლად.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში მორავსკი-კრუმლოვმა დაკარგა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ეკონომიკური ზრდა კვლავ დაიწყო 1871 წელს ბრნო-ზნოიმოს რკინიგზის მშენებლობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სარკინიგზო ხაზი ქალაქს აცდა და 2 კილომეტრში გაიარა.
1880-იანი წლებიდან მორავსკი-კრუმლოვში ეთნიკური კონფლიქტები გამწვავდა. მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედს ეთნიკური გერმანელებით წარმოადგენდნენ. 1938 წელს მორავსკი-კრუმლოვი მესამე რაიხმა დაიპყრო, სწორედ ამიტომ ჩეხი და ებრაული მოსახლეობის უმრავლესობა იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო ღამეს ქალაქი საბჭოთა საჰაერო ძალებმა მძიმედ დაბომბეს. შედეგად ქალაქის სამი მეოთხედი ნანგრევებად იქცა. ციხესიმაგრე და სამრევლო ეკლესია იმ შენობებს შორის იყო, რომლებიც დიდი ზიანის გარეშე გადარჩნენ.[6]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორავსკი-კრუმლოვში სამი საშუალო სკოლაა, ესენია: გიმნაზია, მორავსკი კრუმლოვის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და მომსახურების საშუალო სკოლა და არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში მოქმედი საშუალო სკოლა. ქალაქში არის სამი დაწყებითი სკოლა და ასევე ერთი დაწყებითი სამხატვრო სკოლა.[7]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორავსკი-კრუმლოვის ისტორიული ცენტრი მდინარე როკიტნას მეანდრში მდებარეობს. XIII საუკუნეში ის ქალაქის გალავნით იყო შემოსაზღვრული. ქალაქის გალავნის რამდენიმე ნაშთი დღემდეა შემორჩენილი.
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მორავსკი-კრუმლოვის ციხეა. 2016 წელს ქალაქმა შეიძინა ცუდ მდგომარეობაში მყოფი ციხესიმაგრე და თანდათანობით ხდება მისი აღდგენა. რენესანსის სტილის ციხესიმაგრის კომპლექსი 1593 წლის თავლებს მოიცავს. 1762 წელს აშენდა ციხესიმაგრის სამლოცველო, XVIII საუკუნის ბოლოს მის გარშემო გააშენეს პარკი. 2011 წლამდე ციხესიმაგრეში ინახებოდა ალფონს მუხას ნახატების სერია, რომელიც ცნობილია როგორც „სლავური ეპოსი“.2021 წელს რესტავრაციის დასრულების შემდეგ ეს ნამუშევრები კვლავ მორავსკი-კრუმლოვში დაბრუნდა.[8]
მორავსკი-კრუმლოვის მონასტრის კომპლექსი 1682 წელს გაჩენილმა დიდმა ხანძარმა გაანადგურა. იგი 1701 წელს ბაროკოს სტილში აღადგინეს, ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე გოტიკური ფრაგმენტი შემორჩენილი. მონასტერი XVIII საუკუნის ბოლოს გაუქმდა. დღეს ის ქალაქის სარიტუალო დარბაზად გამოიყენება და მოქმედი მონასტერი არ არის, თუმცა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბართლომეს ეკლესია მოქმედი ეკლესიაა.
ყველა წმინდას ეკლესია ქალაქის უძველესი რელიგიური ნაგებობაა. ის 1248 წელს აშენდა და თავდაპირველად წმინდა ლავრენტის სახელზე აკურთხეს. ოცდაათწლიანი ომის დროს დაზიანების შემდეგ, იგი 1646 წელს აღადგინეს. ბაროკოს სტილის მოდიფიკაციები 1785 წელს განხორციელდა. ეკლესიის გვერდით მდfებარეობს ლიხტენშტაინების ოჯახის ადგილობრივი შტოს ნეოკლასიკური საფლავი, რომელიც 1789 წლით თარიღდება.
ქალაქის მახლობლად გორაკზე მდებარე წმინდა ფლორიანის სამლოცველო მორავსკი-კრუმლოვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ეს ბაროკოს სტილის სამლოცველო 1697 წელს აშენდა და ქალაქის მფარველი წმინდანის სახელზე აკურთხეს.[9]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იან IV პერნშტეინელი (1487–1548) — დიდგვაროვანი
- ვოიტეხ I პერნშტეინელი (1490–1534) — დიდგვაროვანი
- ჰაინრიხ გლუკსმანი (1864–1947) — მწერალი
- დრაჰომირა ვიჰანოვა (1930–2017) — კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი და სცენარისტი
- პეტრ მალეკი (1961–2019) — სპორტული მსროლელი, ოლიმპიური მედალისტი
- ვლადიმირ მორავეკი (დაბ. 1965) — კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://www.mkrumlov.cz/file/2592712
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ 4.0 4.1 Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ History of the town of Český Krumlov. Město Český Krumlov. ციტირების თარიღი: 2021-11-19
- ↑ 6.0 6.1 6.2 Z historie města Moravský Krumlov cs. Město Moravský Krumlov. ციტირების თარიღი: 2024-04-16
- ↑ Přehled škol a školských zařízení: Žatec cs. Rejstřík škol a školských zařízení. Ministry of Education, Youth and Sports of the Czech Republic. ციტირების თარიღი: 2024-04-16
- ↑ Cameron, Rob (2010-08-10). „Czech battle over art nouveau epic by Alphonse Mucha“. BBC. ციტირების თარიღი: 2010-08-11.
- ↑ Církevní památkové objekty cs. Město Moravský Krumlov. ციტირების თარიღი: 2021-11-19
- ↑ Miasta partnerskie pl. Przeworsk. ციტირების თარიღი: 2020-09-28