შინაარსზე გადასვლა

მორავსკე-ბუდეიოვიცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მორავსკე-ბუდეიოვიცე
ჩეხ. Moravské Budějovice
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Jackov[1] , Lažínky[1] , Vesce[1] , Vranín[1] და Q56413128?
კოორდინატები 49°03′06″ ჩ. გ. 15°48′30″ ა. გ. / 49.05167° ჩ. გ. 15.80833° ა. გ. / 49.05167; 15.80833
მმართველი Martin Ferdan[2]
პირველი ხსენება 1231
ფართობი 37,13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 465 მეტრი
მოსახლეობა 7 098 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 676 02[4] , 675 41[4] და 675 44[4]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი http://www.mbudejovice.cz/
მორავსკე-ბუდეიოვიცე — ჩეხეთი
მორავსკე-ბუდეიოვიცე

მორავსკე-ბუდეიოვიცე (ჩეხ. Moravské Budějovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ტრჟებიჩის რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის მერია
რკინიგზის სადგური

მორავსკე-ბუდეიოვიცე რაიონულ ცენტრ ტრჟებიჩიდან სამხრეთით, დაახლოებით 19 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო იჰლავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 41 კილომეტრითაა დაცილებული. მუნიციპალიტეტი იევიშოვიცეს მთიანეთშია. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია შპიტაკლას გორა, რომლის სიმაღლე 519 მეტრია ზღვის დონიდან.

მორავსკე-ბუდეიოვიცეში მიედინება მდინარე როკიტკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე სათევზაო ტბორია დაგუბებული.

მორავსკე-ბუდეიოვიცე XII საუკუნეში დაარსდა. ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1231 წელს არის მოხსენიებული, ხოლო 1406 წელს პირველად გამოიყენეს სახელი მორავსკე („მორავიული“) ბუდეიოვიცე, რათა იგი ბოჰემიაში მდებარე ჩესკე-ბუდეიოვიცესგან განესხვავებინათ. მორავსკე-ბუდეიოვიცემ ქალაქის სტატუსი 1498 წელს მიიღო.[6]

ქალაქი თეთრი მთის ბრძოლამდე ყვაოდა. 1648 წელს ის შაუმბურკების ოჯახმა შეიძინა. ისინი ქალაქის მოსახლეობას პატივს არ სცემდნენ და მათ უფლებებს ხშირად უგულებელყოფდნენ, რაც მორავსკე-ბუდეიოვიცეს ეკონომიკური პრობლემების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, 1673 წელს ქალაქის ნახევარი დიდმა ხანძარმა გაანადგურა.

1736 წელს გაღარიბებული მორავსკე-ბუდეიოვიცე ვოლისების ოჯახმა შეიძინა. მათი მმართველობის დროს ქალაქი ნელ-ნელა აღდგა და განვითარდა.[6]

1918 წლამდე მორავსკე-ბუდეიოვიცე ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამავე სახელწოდების ოლქში შედიოდა. ეს ოლქი მორავიის 34 ოლქიდან ერთ-ერთი იყო.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორავსკე-ბუდეიოვიცეს ციხესიმაგრე გრაფ რუდოლფ ინდრჟიხ შაუმბურკელისთვის რენესანსის სტილში XVII საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა. დღეს მასში ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული, ხოლო ციხესიმაგრის თავლები კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენება.[7]

ქალაქის ისტორიულ ცენტრში რამდენიმე ძვირფასი ბურგერული სახლია. აღსანიშნავია ქალაქის მერიის შენობა, რომელიც ნეოკლასიკური ელემენტებით დატვირთული რენესანსული ნაგებობაა.[7]

ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა წმინდა ჟილსის ეკლესიაა. თავდაპირველად ის XIII საუკუნის პირველი ნახევრარში რომანული არქიტექტურით აშენდა და შემდეგ ბაროკოს სტილში გადააკეთეს. ეკლესიას 50 მეტრის სიმაღლის სამრეკლო 1714 წელს დაემატა. ის საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც გადმოსახედი კოშკი. ეკლესიის გვერდით მდებარე წმინდა მიქაელის სამლოცველო XIII საუკუნეში აგებული რომანული სტილის როტონდაა. მის სარდაფში საძვალეა განთავსებული.[7]

რექტორატის ბაროკოს სტილის შენობა 1779 წლით თარიღდება. მის კომპლექსში შემორჩენილია ქალაქის გალავნის ფრაგმენტები, მათ შორის ბასტიონი და კარიბჭე.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://www.mbudejovice.cz/assets/File.ashx?id_org=9890&id_dokumenty=461126
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. 4.0 4.1 4.2 Register of territorial identification, addresses and real estates
  5. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  6. 6.0 6.1 6.2 Historie města cs. Město Moravské Budějovice. ციტირების თარიღი: 2025-09-23
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Památky a jiné zajímavosti cs. Město Moravské Budějovice. ციტირების თარიღი: 2022-09-16
  8. Partnerská města cs. Město Moravské Budějovice. ციტირების თარიღი: 2021-11-05