მოონზუნდის ოპერაცია (1917)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოონზუნდის ოპერაცია.

მოონზუნდის ოპერაცია — რევოლუციური ბალტიის ფლოტისა და რუსეთის ჯარების ჩრდილოეთ ფრონტის ცალკეული ნაწილების ერთობლივი დესანტსაწინააღმდეგო ოპერაცია მოონზუნდის არქიპელაგის რაიონში 1917 წლის 29 სექტემბერს — პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს. გააფთრებულ თავდაცვის შემდეგ 3 ოქტომბერს რუსეთის საჯარისო ნაწილებმა დატოვეს კ. ეზელი, 5 ოქტომბერს კ. მოონი და 6 ოქტომბერს კ. დაგო. მიუხედავად ამისა, გერმანულმა ფლოტმა, რომელმაც ბრძოლებში 30-ზე მეტი ხომალდი დაკარგა, ვერ შეძლო გაჭრილიყო ფინეთის ყურეში და პეტროგრადისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]