მონცონიტი
იერსახე
| მონცონიტი | |
|---|---|
| მონცონიტი | |
| ცნობები | |
| ტიპი | მაგმური |
მონცონიტი — სრულკრისტალური მაგმური ქანი, რომელიც დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიცავს კალიუმ-ნატრიუმიან მინდვრის შპატს, პლაგიოკლაზსა და მუქ მინერალებს — ავგიტს, ამფიბოლს, ბიოტიტს. ქიმიური შედგენილობით მონცონიტური ჯგუფის ქანებს გარდამავალი ადგილი უკავია სიენიტსა და გაბროს შორის. მონცონიტი გავრცელებულია რუსეთში, უკრაინაში, ციმბირში, იტალიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 115.