მონღოლეთის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონღოლეთის შეიარაღებული ძალები
მონღოლეთის შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარი
სამხედრო შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18 წელი
სამხედრო სამსახ. 12 თვე
საერთო რაოდენობა მამ. ასაკით 16–49:

რაოდენობა სულ 898 546

გამოსადეგი სამხედრო სამსახ. მამ. ასაკით 16–49:

რაოდენობა სულ 726 199

აქტიური შემადგენლობა 10 000 (2013 წ.)
თადარიგში მყოფი მამ: 137 000 (2013 წ.)
სამხედრო დანახარჯები
თანხა 87 მლნ. $ (2013)
ეშპ-ის % ეშპ=1.1% (2013)
ინდუსტრია
საგარეო მომწოდებელი რუსეთის დროშა რუსეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
გერმანიის დროშა გერმანია
ჩინეთის დროშა ჩინეთი
ისრაელის დროშა ისრაელი
იაპონიის დროშა იაპონია
ჩრდილოეთ კორეის დროშა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
უკრაინის დროშა უკრაინა
აშშ-ის დროშა აშშ
თურქეთის დროშა თურქეთი

მონღოლეთის შეიარაღებული ძალები (მონღოლურად Монгол Улсын Зэвсэгт Хүчин) - მონღოლთა სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. თანამედროვე სახით ის შეიქმნა 1921 წელა, მონღოლეთის სახალხო რევოლუციის შემდეგ. იგი შედგება სამი ნაწილისაგან:

  • ძირითადი დანიშნულების ძალები
  • საზღვრის დაცვის ძალები
  • შინაგანი უსაფრთხოების ძალები

ომის ან რაიმე საფრთხის პირობებში, კანონის ფარგლებში, ნებადართულია შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ცვლილებები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ერთიანი სახელმწიფო, მონღოლეთი თავისი წარმომავლობას იწყებს მონღოლთა იმპერიის შექმნიდან, რომელიც XIII საუკუნეში ჩინგიზ ხანს მიეწერება. ჩინგიზ ხანმა შეძლო მონღოლთა სხვადასხვა ტომების გაერთიანება. მისმა შთამომავლებმა საბოლოოდ დაიპყრეს თითქმის მთელი აზია, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი. მონღოლთა სამხედრო იმპერია განიხილება, როგორც პირველი თანამედროვე სამხედრო სისტემა.

მონღოლთა ჯარი ორგანიზებული იყო ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და ათი ათასეულებად. აღსანიშნავია, რომ არმია მთლიანად შედგებოდა კავალერიისაგან, რაც მას აძლევდა მანევრირების კარგ საშუალებას. თითქმის არ იყენებდნენ საზღვაო ძალებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგალითად, 1260 წ. და 1270 წ. მათ გამოიყენეს საზღვაო ჩალები ჩინეთის სუნის დინასტიის დასამორჩილებლად. მონღოლებმა ვერ განახორციელეს წარმატებული სამხედრო კამპანია იაპონიის სამხედრო ძალების წინაარმდეგ. მათი კამპანია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში, სადაც რეგიონს ერთად აკონტროლებდნენ ჯვაროსნები და მამლუქები თითქმის მთლიანად სახმელეთო ხასიათს ატარებდა.

მონღოლთა იმპერიის დაშლასთან ერთად XIII საუკუნის ბოლოს, მონღოლთა ჯარიც დაიშალა, როგორც ერთიანი ერთეული. მონღოლებმა დაიხიეს უკან იუანის დინასტიის დაცემის შემდეგ. ისევ დაიწყო სამოქალაქო ომი. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა მანდუხაიმ და ბატმონგჰ დაიან ხანმა ერთხანს კვლავ შეძლეს გაერთიანება, XVII საუკუნეში მონღოლეთი ცინის დინასტიის მიერ იქნა შეერთებული.

ცინის დინასტიის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც მონღოლები მოექცნენ ცინის დინასტიის მმართველობის ქვეშ, მონღოლთა მანჯურიული წესებით კონსოლიდირებული ჯარი გამოყენებულ იქნა მინის დინასტიაზე გამარჯვებისათვის. მონღოლები აღმოჩნდნენ ომში საუკეთესო მოკავშირები, რომლებმაც გამოავლინეს კავალერიის მშვილდოსანთა საუკეთესო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ცინის დინასტიის მმართველობის მრავალწლიან მანძილზე, მონღოლები მანჯურიელებს უწევდნენ ძლიერ სამხედრო მხარდაჭერას.

შეიქმნა რვა ბანერი. ბანერული არმიები იყო ეთნიკური ნიშნით ფართოდ გაყოფილი, უფრო ზუსტად, მანჯურიული და მონღოლური ნიშნით.

ბოგდის სახანო (1911-1919)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგდ ხანი

1911 წელს გარე მონღოლეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, როგორც ბოგდის სახანომ (1911-1919). მისი მეთაური გახდა ბოგდ ხანი. ეს თავდაპირველი დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სახანო ნაწილი დაპყრო ჩინეთის ბეიანის ხელისუფლებამ და ნაწილი თეთრი რუსეთის შეიარაღებული ძალებმა ბარონ უნგერის მეთაურობით. 1912 წლიდან სავალდებულო გახდა თანამედროვე მონღოლეთის შეიარაღებული ძალების წინამორბედ ჯარში მამაკაცთა გაწვევა, რითაც შეიქმნა მუდმივი სამხედრო სტრუქტურა.

მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდინ სუხბატარი

უცხოელთა მიერ მონღოლეთის დაპყრობის შემდეგ, 1920 წელს შეიქმნა სახალხო რევოლუციური პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დამდინ სუხბატარი. დამდინმა დაიწყო ბრძოლა რუსეთის ჯარების თეთრი მოძრაობის და ჩინური ძალების წინააღმდეგ. მონღოლეთის სახალხო რევოლუციურ პარტიას დაეხმარნენ საბჭოთა წითელი არმიის მებრძოლები. 20-ან წლებში შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა, საბჭოთა არმია გარკვეული დროით, დაახლოებით 1925 წლამდე დარჩა მონღოლეთის ტერიტორიაზე. თუმცა 30-ან წლებშიც, მონღოლეთის შეიარაღებული აჯანყების და იაპონიის მხრიდან პროვიკაციული ქმედებების დროსაც საბჭოთა რუსული ჯარის მცირე ნაწილი იდგა მონღოლეთის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სავაჭრო ობიექტების დაცვის მიზნით.

ხალხინ-გოლის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხინ-გოლის ბრძოლები მიმდინარეობდა სსრკ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის ჯარებს შორის 1939 წლის მაის-სექტემბერში ხალხინ-გოლის რაიონში (მდინარე მონღოლეთსა და ჩინეთში). იაპონიის სარდლობამ მონღოლეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით 11 და 14 მაისს მონღოლეთის საზღვარზე მოაწყო შეიარაღებული პროვოკაციები, ხოლო 28 მაისს იაპონიის ჯარმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით დაარღვია მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარი. სსრკ-მონღოლეთის ძალებმა იაპონია მანჯურიიდან უკუაგდეს. 2 ივლისს იაპონელები შეტევაზე გადავიდნენ, გადალახეს ხალხინ-გოლი და მოწინააღმდეგის ჯარებს გარსშემორტყმით დაემუქრნენ. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ სსრკ-მონღოლეთის ჯარებმა მოწინააღმდეგე მდინარის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ უკუაგდეს. 20 აგვისტოს მოკავშირეთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ და იაპონელები მონღოლეთის ტერიტორიიდან განდევნეს. იაპონიამ დაზავება ითხოვდა და 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

მეორე მსოფლიო ომში და მის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე მონღოლეთის სახალხო არმია მონაწილეობდა ხალხინ-გოლის ბრძოლაში, როდესაც იაპონიის ჯარები მანჯოუ-გოს მარიონეტულ სახელმწიფოსთან ერთად ცდილობდა მონღოლეთში შეჭრას. საბჭოთა ჯარებმა გიორგი ჟუკოვის ხელმძღვანელობით მონღოლეთის არმიასთან ერTად თითქმის გაანადგურა იაპონიის არმია.

1945 წელს მონღოლეთის ჯარები საბჭოთა ჯარებთან ერთად შეიჭრა მანჯურიაში. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლები. საბჭოთა კავშირ=მონღოლეთის კავალერიის მექანიზებული ჯგუფი წარმოადგენდა ამ შემთხვევაში საბჭოთა ტრანსბაიკალის ფრონტს. მონღოლთა ჯარები ითვლიდა ოთხ ცხენოსან დივიზიაა და სამ სხვა პოლკს. 1946-1948 წ.წ. მონღოლურმა სახალხო არმიამ წარმატებით მოიგერია თავდასხმები გომინდანის ხელისუფლების მხრიდან. ეს ნაკლებად ცნობილი სასაზღვრო დავა მონღოლეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ცნობილია, როგორც პეი-ტა-შანის ინციდენტი.

დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს მონღოლეთმა გადაიტანა დემორატიული რევოლუცია. ამით დასრულდა 1920-ანი წლებიდან არსებული ერთპატრიული კომუნისტური მმართველობა ქვეყანაში. 2002 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად, მონღოლეთის არმიასა და საპოლიციო ძალებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. უკვე 2003 წელს მონღოლეთის არმია მონაწილეობდა ერაყში საერთაშორისო მისიაში.

მაშინ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთა გენერალი რიჩარდ მეიერსი 2004 წლის 13 იანვარს ეწვია მონღოლეთის დედაქალაქ - ულან-ბატორს.

2009 წელს მონღოლეთმა 114 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში სამოქმედოდ. ისინი ექვემდებარებიან აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობას. მონღოლი ჯარისკაცები ეხმარებიან ნატოს პერსონალს ვარშავის ხელშეკრულების ძველი იარაღის სწავლებაში, რომელიც შეადგენს ავღანეთის ეროვნული არმიის ძირითად სამხედრო ტექნიკას.

სამშვიდობო მისიებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ, სამხრეთ სუდანში, ჩადში, ეთიოპიაში, ერიტრეაში, კონგოში, დასავლეთ საჰარაში, ერაყში, ავღანეთში, სიერა-ლეონესა და სხვაგან. 2005/2006 მონღოლური ჯარები ასევე მსახურობდნენ კოსოვოში ბელგიის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში. 2011 წლიდან მონღოლეთის შეიარაღებული ძალები როგორც დამოუკიდებელი ძალები ასე მსახურობს სამხრეთ სუდანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში.

პოლიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლეთს აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია სამხედრო პოლიტიკის გამო. ისინი მოქცეულნი არიან მსოფლიოს ორ უდიდეს სახელმწიფოს - რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამის გამო, ეროვნული უსაფრთხოება ძლიერ არის დამოკიდებული წარმატებულ დიპლომატიაზე. მონღოლეთის დიპლომატია აგებულია სამმხრივ სამეზობლო პოლიტიკაზე. ამიტომ, ქვეყნის სამხედრო იდეალს წარმოადგენს პატარა, მაგრამ ეფექტიანი და პროფესიული შეიარაღებული ძალები.

სახმელეთო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლი ჯარისკაცების მარში ინტერნაციონალური დელეგაციის წინაშე ერთ-ერთი დღესასწაულის დროს მონთოლეთში 2013 წლის 14 აგვისტოს.

სახმელეთო ჯარების რაოდენობა მცირეა. მათ შეიარაღებაშია დაახლოებით 410 ტანკი, 650 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 500 მობილური საზენიტო იარაღი, 700-ზე მეტი საარტილერიო და ნაღმმტყორცნი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. იარაღის უმრავლესობა საბჭოთა კავშირის მოდელია და მიეკუთვნება 1950-1980 წლებს შორის პერიოდს. შეიარარებაში არსებობს მცირე რაოდენობის ახალი მოდელებიც, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო პოსტ-საბჭოთა პერიოდის რუსეთისათვის.

საჰაერო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წლის 25 მაისს მონღოლეთის სამხედრო და სამოქალაქო ავიაციაში მოქმედებაში შევიდა ”Junkers F.13”, როგორც პირველი თვითმფრინავი. 1935 წლიდან დღემდე მონღოლეთის ავიაცია თითქმის მთლიანად დაფუძნებულია საბჭოთა ავიაციაზე.

ცივი ომის დასრულების და დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ წარმოიქმნა პრობლემები ამ სფეროში სათადარიგო ნაწილების უქონლობისა და საწვავის სიმცირის გამო, თუმცა ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს კვლავ ააღორძინოს იგი. ამისათვის, ქვეყანას აქვს სპეციალურად შემუშავებული მიზანი მომავლისათვის.

2011 წლიდან კვლავ დაიწყო რუსეთიდან სხვადასხვა სახეობის თვითმფრინავის შეძენა. კერძოდ, მიგ-29, მიგ-21 და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]