მონღოლების საიდუმლო ისტორია
იერსახე
მონღოლების საიდუმლო ისტორია — ყველაზე ძველი მონღოლური ლიტერატურული და ისტორიოგრაფიული ძეგლი. მონღოლეთის ისტორიის, მათი სახელმწიფოს, მისი დამაარსებლის ჩინგიზ-ყაენისა და XII-XIII საუკუნეების ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. საიდუმლო ისტორია შედგენილია მონღოლურ ენაზე 1240 წელს. ავტორი უცნობია.
საიდუმლო ისტორიის ხელნაწერი 1872 წელს პეკინში, სასახლის ბიბლიოთეკაში შეიძინა რუსულმა სასულიერო მისიამ. საბჭოთა პერიოდში ინახებოდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ განყოფილებაში.
ამჟამად საიდუმლო ისტორია თარგმნილია ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Secret History of the Mongols: full text, history, translations into Russian, English, French, Bulgarian, Spanish and Czech, original transliteration დაარქივებული 2016-12-31 საიტზე Wayback Machine.
- transcription with flexional morpheme boundaries and other additional annotation by John Street დაარქივებული 2013-11-04 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- The Secret History of the Mongols: partial text დაარქივებული 2007-02-23 საიტზე Wayback Machine.