შინაარსზე გადასვლა

მონტიჩელოს კაშხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტიჩელოს კაშხალი
კოორდინატები: 38°51′33″ ჩ. გ. 122°10′42″ დ. გ. / 38.85917° ჩ. გ. 122.17833° დ. გ. / 38.85917; -122.17833
მდებარეობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
მონტიჩელოს კაშხალი — აშშ
მონტიჩელოს კაშხალი

მონტიჩელოს კაშხალი (ინგლ. Monticello Dam) — კაშხალი კალიფორნიის შტატში, აშშ-ში. აშენდა 1953-1957 წლებს შორის. თაღოვანი სტრუქტურისაა, რომლის სიმაღლეა 93 მ, ხოლო სიგრძე თხემის გასწვრივ 312 მ. შეიცავს 249,000 მ³ ბეტონს. კაშხალს წარმოქმნის ბერიესის ტბა, რომლის მოცულობაა 1.976 კმ³.[1] ხელოვნური ტბა წყლითა და ჰიდროელექტროენერგიით უზრუნველყოფს სან-ფრანცისკოს მხარეებს. მონტიჩელოს კაშხალი ცნობილია თავისი კლასიკური, უმართავი გიგანტური ძაბრული ფორმის წყალგადასაშვებით, რომლის დიამეტრია 22 მ. ადგილობრივებისთვის წყალგადასაშვები ცნობილია „დიდებული ორმოს“-ს სახელწოდებით.[2] ელექტროსადგური აშენდა 1983 წელს და შედგება 3 გენერატორისაგან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Dams Owned and Operated by Federal Agencies. ციტირების თარიღი: 2008-01-29.
  2. Morning Glory Spillway