მონტენეგროს არქიტექტურა
მონტენეგროს არქიტექტურა — მრავალი სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურისს გავლენას განიცდის, რომაულიდან და ვენეციურიდან დაწყებული, ოსმალური და თანამედროვე პერიოდებით დამთავრებული.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროში მრავალი მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლი, მათ შორის პრერომანული, გოთური და ბაროკოს პერიოდის მემკვიდრეობის ძეგლები.
მონტენეგროს სანაპირო რეგიონი განსაკუთრებით ცნობილია თავისი რელიგიური ძეგლებით, მათ შორის არის წმინდა ტრიფონის კათედრალი, [1] წმინდა ლუკას ბაზილიკა (800 წელზე მეტი ხნის), ჩვენი ქალბატონი კლდეზე (შკრპიელა), სავინას მონასტერი, ცეტინიეს მონასტერი და სხვები.
ეს ტერიტორია, რომელსაც ზოგჯერ ვენეციურ მონტენეგროსაც უწოდებენ, სავსეა ვენეციური არქიტექტურის ნიუშებით, ძირითადად კატაროში (კოტორი) და პერასტოში (პერასტი): კატაროს ძველი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბიზანტიური გავლენა არქიტექტურასა და რელიგიურ ხელოვნებაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქვეყნის შიდა ნაწილში.
მონტენეგროს არქიტექტურის უმეტესობა არის ბიზანტიური, ლათინური ან ვენეციური (გოთური, რომანული, ბაროკო) და ოსმალური.
Storica Cattaro-ს (ვენეციურად „ძველი კოტორი“) არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოთხი საუკუნის განმავლობაში ვენეციელთა ბატონობამ ქალაქის არქიტექტურულ სტილს ტიპური ვენეციური იერი მიანიჭა, რამაც ხელი შეუწყო კოტორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას.[2]
კოტორის ვენეციური გამაგრების სისტემა (რომელსაც ვენეციელები „კატაროს“ უწოდებდნენ), რომელიც მას ზღვისგან იცავს, სინამდვილეში არის 4,5 კმ სიგრძის, 20 მ სიმაღლისა და 15 მ სიგანის გალავანი, და მას, როგორც მსოფლიოს ისტორიულ ღირებულებას, იუნესკო იცავს.
სიმაგრეები აშენდა და აღდგა XVIII საუკუნემდე. კატაროს უძველესი ქალაქის კარიბჭე, სამიდან, არის „სამხრეთის“ კარიბჭე, რომელიც ნაწილობრივ აშენდა IX საუკუნეში. „ჩრდილოეთის“ და „მთავარი“ კარიბჭეები აშენდა რენესანსული სტილით XVI საუკუნის პირველ ნახევარში. რომაული არქიტექტურის ყველაზე წარმომადგენლობითი ძეგლი ადრიატიკაში არის წმინდა ტრიფონის დიდებული კათედრალი, აგებული 1166 წელს, IX საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე. აქ არის XIV საუკუნის ფრესკების ნაშთები და ძვირფასი საგანძური ადგილობრივი და ვენეციური ოქროს ნამუშევრებით, რომლებიც თარიღდება XIV საუკუნიდანXX საუკუნემდე.
კათედრალის გარდა, ძველი ქალაქის გულში არსებობს საკრალური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებიც დათარიღებულია XII-XX საუკუნეებით:
- წმინდა ლუკას რომანული ეკლესია აშენდა 1195 წელს, ხოლო წმინდა ანას რომანული ეკლესია თარიღდება XII საუკუნის ბოლოთი და აქვს XV საუკუნის ფრესკები.
- წმინდა მარიამის რომანული ეკლესია თარიღდება 1221 წლით. ეკლესიაში შემორჩენილია მონუმენტური ფრესკული მხატვრობის ნაშთები, ასევე ადრექრისტიანული საბაპტისტერიო.
- წმინდა მიხოვილის გოთური ეკლესია აშენდა VII საუკუნის ბენედიქტური მონასტრის ნანგრევებზე XV საუკუნის ფრესკებით.
- წმინდა კლარას ეკლესია თარიღდება XIV საუკუნით. ტაძარში არის განსაკუთრებით ლამაზი მარმარილოს საკურთხეველი, ფრანჩესკო კაბიანკას ნამუშევარი (XVIII ს.).
- წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა XX საუკუნის დასაწყისში ხატების ღირებული კოლექციით.

კოტორის ძველ ქალაქში ასევე მრავალი სასახლეა ვენეციურ სტილში: „დრაგოს სასახლე“ გოთური ფანჯრებით (XV ს.); „ბიზანტის სასახლე“ (XVII ს.); „პიმას სასახლე“ ტიპური ვენეციური რენესანსული და ბაროკოს ფორმებით (XVI ს.); „გრუბონიას სასახლე“, ჩაშენებული ემბლემით ძველი კოტორის აფთიაქიდან, რომელიც დაარსდა 1326 წელს; „გრეგურინას სასახლე“ (XVII ს.), რომელიც დღეს მოიცავს საზღვაო მუზეუმს; და ბოლოს, „საათის კოშკი" (XVI ს.), შუასაუკუნეების სამარცხვინო ბოძით გვერდით.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Realm of the Black Mountain: A History of Montenegro by Elizabeth Roberts (Hurst & Co, 2007) ISBN 978-1-85065-868-9
ასევე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Venetian Albania
- Cattaro Cathedral
- Natural and Culturo-Historical Region of Kotor
- Cetinje Monastery
- Sveti Stefan
- Budva
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]^ „არქივირებული ასლი“. არქივირებულია ორიგინალიდან 2011-09-04. მოძიებულია 2011-07-17. წმ. ტრიფონის კათედრალი ^ „კოტორის ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული რეგიონი“. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია. მოძიებულია 2010-12-08.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-04. ციტირების თარიღი: 2011-07-17 St. Tryphon'c Cathedral
- ↑ Natural and Culturo-Historical Region of Kotor. Unesco World Heritage Convention. ციტირების თარიღი: 2010-12-08