მონტანიერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონტანიარები — პარტია საფრანგეთის ეროვნულ კონვენტში. სახელი სადეპუტატო ადგილების მდებარეობის გამო ეწოდათ ვინაიდან შემაღლებულ ადგილას იყვნენ განლაგებულნი. (ფრანგ. La Montagne – მთა) პარტია ძირითადად პარიზიდან არჩეული დეპუტატებისგან შედგებოდა ლიდერები იყვნენ: დანტონი, ჟან პოლ მარატი.

კონვენტში მცირედ იყვნენ წარმოდგენილნი, თეორიტიკოს ჟირონდელებზე გაცილებით უკეთ აკეთებდნენ პრაქტიკულ საქმეს, ძალიან ბრძოლისუნარიანები და კარგად ორგანიზებულები იყვნენ. დიდი გავლენა ჰქონდათ პარიზის მოსახლეობაზე, რაც მათ წონას მატებდა, გარდა ამისა მოახერხეს იაკობინელთა კლუბიდან ჟირონდელების განდევნა. ამის შემდეგ მონტანიარი და იაკობინელი ფაქტობრივად სინონიმები გახდა და მათ ერთპარტიულ რეჟიმს 1793–1795 წ.წ. იაკობინელთა დიქტატურა ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alphonse Esquiros, Histoire des montagnards П., 1847;
  • Молчанов Н. Н. Монтаньяры. 1989. ISBN 5-235-00684-4