მონრეალის პროტოკოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უდიდესი ოზონის ხვრელი ანტარქტიკის თავზე 2006 წელს.

მონრეალის პროტოკოლი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ (ინგლ. The Montreal Protocol on Substances That Deplete the Ozone Layer) — 1985 წლის ვენის კონვენციის საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც შეიმუშავეს ოზონის ფენის დაცვის მიზნით. პროტოკოლი ხელმოსაწერად გაამზადეს 1987 წლის 16 სექტემბერს და ძალაში შევიდა 1989 წლის 1 იანვარს. პროტოკოლის ძალაში შესვლას 1989 წლის მაისში ჰელსინკის შეხვედრა მოჰყვა. ამის შემდეგ პროტოკოლი 7-ჯერ შეიცვალა: 1990 (ლონდონი), 1991 (ნაირობი), 1992 (კოპენჰაგენი), 1993 (ბანგკოკი), 1995 (ვენა), 1997 (მონრეალი) და 1999 (პეკინი) წწ. თუკი ხელმომწერი ქვეყნები დაიცავენ პროტოკოლის მითითებებს ოზონის ფენა აღდგება 2050 წლისთვის. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა (1997–2006 წწ.) განაცხადა:

ვიკიციტატა
„შესაძლებელია, მონრეალის პროტოკოლი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო შეთანხმებად ჩაითვალოს.“

2009 წლის მდგომარეობით პროტოკოლს ხელს აწერს გაეროს 196 წევრი ქვეყანა. ყოველი ქვეყანა ახდენს ყველა მიღებული ჩასწორების რატიფიცირებას. პეკინის შესწორება რატიფიცირებულია 191 ქვეყნის მიერ[1]. საქართველომ პროტოკოლს ხელი მოაწერა 1992 წლის 26 მაისს[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]