მონპლეზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონპლეზირი
Монплезир
კოორდინატები 59°53′13″N 29°55′08″E / 59.886944° ჩ. გ. 29.918889° ა. გ. / 59.886944; 29.918889
მდებარეობა პეტერგოფი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ანდრეას შლიუტერი, იოჰან ფრიდრიხ ბრაუნშტეინი, ჟან-ბატისტ ლებლონი და ნიკოლო მიკეტი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1714-1723
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810406033

მონპლეზირი (რუს. Монплезир) — სასახლე პეტერგოფში, XVIII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი. აგებულია 1714-1723 წლებში პეტრე I-ის ბრძანებით. არქიტექტორები: ანდრეას შლიუტერი, იოჰან ფრიდრიხ ბრაუნშტეინი, ჟან-ბატისტ ლებლონი და ნიკოლო მიკეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე პირველმა თავად შეარჩია ახალი სასახლის ასაშენებელი ადგილი, ასევე განსაზღვრა მისი დაგეგმარება და მისცა ინსტრუქციები ცალკეული დიზაინის ელემენტებთან დაკავშირებით.

ზოგადად, სასახლე აშენდა იმპერატორის იდეების მიხედვით და ყველაზე მოსახერხებელი საცხოვრებლი იყო თავისი დროის განათლებული ადამიანებისათვის. ამ თვალსაზრისით მონპლეზირის არქიტექტურა შეიძლება განვიხილოთ, როგორც XVIII საუკუნის დასაწყისის დეკორატიული ხელოვნებისა და არქიტექტურის ძეგლი.

მონპლეზირში წარმოდგენილია თავად პეტრე პირველის სურათების პირადი კოლექცია, რომელიც ეკუთვნის ევროპელ ავტორებს, აქვეა წარმოდგენილი ჩინური ფაიფურის კოლექცია, ჰოლანდიური ქაშანური, რუსული მინა და XVIII საუკუნის სამზარეულოს ჭურჭლის კოლექცია. გაფორმებისთვის გამოყენებულია ჰოლანდიური კაფელი, ქსოვილები, მოჩუქურთმებული მუხა, პარკეტი, მარმარილო. სასახლის ორნამენტული გაფორმება ითვლება XVIII საუკუნის დეკორატიული ხელოვნების შედევრად. სასახლეში ასევე ინახება პეტრე I-ის პირადი ნივთები და იმპერატორის დიპლომატიური საჩუქრები.

მონპლეზირთან დაკავშირებულია რუსეთის ისტორიის მრავალი ამბავი და პიროვნება. მონპლეზირს ხშირად სტუმრობდა პეტრე I, აქვე იმართებოდა სასახლის კარის ყრილობა, იმპერატორის შეხვედრები საზღვარგარეთის ელჩებთან. პეტრე I აქ უკანასკნელად იყო 1724 წლის ოქტომბერში. 1725 წელს იმპერატორმა ეკატერინე I-მა მონპლეზირში მოაწყო საზეიმო მიღება მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრებისათვის. სასახლე ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ეკატერინე II-ის ეპოქამდე.

სასახლის ახლოს ბაღში განთავსებულია ორი გასართობი შადრევანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]