მონოგანივი შრიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პროპორციული (ზემოთ) და მონოგანივი (ქვემოთ) შრიფტების პროპორციების შედარება

მონოგანივი შრიფტი, ან არაპროპორციული შრიფტი — შრიფტის სახეობა, რომელშიც ასოების და სიმბოლოების კეგელური მოედნები იკავებენ ერთსა და იმავე ჰორიზონტალურ სივრცეს.[1] ამით იგი განსხვავდება ცვალებადი სიგანის, ანუ პროპორციული შრიფტებისგან, რომლებშიც ასოებს და სიმბოლოებს აქვთ ერთმანეთისაგან განსხვავებული სიგანე.

მონოგანივი შრიფტი ჩვეულებრივი მოვლენაა საბეჭდ მანქანებში და კომპიუტერული კოდის ბეჭდვისას.

მონოგანივი შრიფტის მქონე ფონტები ფართოდ გავრცელებული იყო ადრინდელ კომპიუტერებსა და კომპიუტერულ ტერმინალებში, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში ძალზედ შეზღუდული გრაფიკული შესაძლებლობები ჰქონდათ. აპარატურული რეალიზაცია გამარტივებული იყო ტექსტური რეჟიმის ხარჯზე, რომლის დროსაც, ეკრანის გაწყობა წარმოდგინდებოდა ჩვეულებრივი ფილათა ბადის სახით, რომელთაგან თითოეული მომართული იყო სიმბოლოს გამოსასახად მოწყობილობის სიმბოლოთა რუკაში ინდექსირების გზით. ზოგიერთ მოწყობილობაში მხარდაჭერილი იყო ფერადი ტექსტის ჩვენება, რომლის უზრუნველყოფა ხდებოდა თითოეული ფილის წინა და უკანა პლანების ფერის ცვალებით. მხარდაჭერილ სხვა ეფექტებს შორის იყო მოციმციმე ტექსტი და შებრუნებული ვიდეო. ამისდა მიუხედავად, ადრინდელი კომპიუტერული სისტემები შეზღუდული იყო მხოლოდ ერთი კონსოლური ფონტით.

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერებს ამ დროისთვის უკვე შეუძლიათ ფონტების ფართო არჩევანის გამოყენება, ინტეგრირებული შემუშავების გარემოების უმეტესობა და ტექსტური რედაქტორები საწყისად გაწყობილია მონოგანივი ფონტების გამოყენებაზე. ეს ზრდის საწყისი კოდის კითხვადობას, რომელთანაც ხშირად დაკავშირებულია ცალკეული სიმბოლოების სწორად ამოცნობა და მკაფიო ხდება განსხვავება ასოებს შორის, რომელიც აუცილებელია მაგალითად პაროლების ჩასაწერ ველებში, როდესაც შეცდომის დაშვება მიუღებელია.[2] მონოგანივი ფონტები ასევე გამოიყენება ტერმინალის ემულატორებში და ჩვეულებრივ ტექსტურ რედაქტორებში ცხრილური სახის მონაცემების წარმოდგენისას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში, განსაკუთრებით პროგრამირების ენების მიმართულებით, მონოგანივი შრიფტი გამოიყენება კოდის გამოსაყოფად ჩვეულებრივი ბუნებრივი ენით დაწერილი ტექსტისაგან.

სიმბოლოთა ოპტიკურ ამოცნობას უკეთესი სიზუსტე აქვს მონოგანივი შრიფტის ამოცნობისას. მაგალითად, ასეთი ტიპის შრიფტები მოცემულია OCR-A და OCR-B ფონტებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rosendorf, Theodore (2009). The Typographic Desk Reference. New Castle, Delaware: Oak Knoll Press, გვ. 12. ISBN 978-1-58456-231-3. 
  2. Spolsky, Joel. User Interface Design For Programmers. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2014.