მონიკ ვიტიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მონიკ ვიტიგი
Monique Wittig (ph. Colette Geoffrey).jpg
ვიტიგი 1985 წელს
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1935
დაბადების ადგილი ელზასი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 2003 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტუსონი, აშშ
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, ფემინისტი თეორიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
ენა ფრანგული ენა[1] და ინგლისური ენა
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი სორბონა
თემატიკა ლესბოსელობა, ფემინიზმი
მიმდინარეობა ფრანგული ფემინიზმი
Magnum opus პარტიზანი ქალები
ჯილდოები მედიჩის პრემია[2]
მეუღლე Sande Zeig
საიტი moniquewittig.com

მონიტ ვიტიგი (დ. 13 ივლისი, 19353 იანვარი, 2003) — ფრანგი ავტორი, ფილოსოფოსი და ფემინისტი თეორიტიკოსი,[3] რომელიც სოციუმის ზეწოლით ჩამოყალიბებულ გენდერულ როლებსა და ჰეტერონორმატიულობას აკრიტიკებდა. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია „პარტიზანი ქალები“ (1969), რომელიც ლესბოსური ფემინიზმის საეტაპო ნამუშევრად მიიჩნევა.[4]

პირდაპირი აზროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტიგი მხოლოდ ქალების შესახებ წერდა, თუმცა იგი უარყოფდა იდეას, რომლის მიხედვითად ის „ქალების მწერალი“ იყო. იგი თავს რადიკალ ფემინისტად მიიჩნევდა.

ჩემთვის არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ქალთა ლიტერატურა. ლიტერატურაში მე არ განვასხვავებ ქალსა და მამაკაცს. მწერალი ან ხარ, ან არ ხარ. ეს მენტალური მდგომარეობაა, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს და სადაც გაქვს გარკვეული სივრცე თავისუფლებისთვის. ლიტერატურა გულისხმობს ნეიტრალური იდეის შექმნას, რომლისთვისაც არ არსებობს სექსუალობა.

ვიტიგისთვის კატეგორია „ქალი“ არსებობს მხოლოდ კატეგორია „კაცთან“ მიმართებით და ამ უკანასკნელის გაქრობის შემთხვევაში „ქალის“ კატეგორიაც აღარ იარსებებს. იგი მხარს უჭირდა უნივერსალიზმს და ამბობდა, რომ ადამიანისთვის საკუთარი იდენტობისა და სურვილების თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ გენდერული კატეგორიების გაუქმების შემთხვევაში.

ვიტიგი, როგორც რადიკალი ფემინისტი, წერდა, რომ ლესბოსელები არ არიან ქალები, ვინაიდან ლესბოსელობა ქალად ყოფნის ჰეტეროსექსუალური ნორმიდან გამოსვლას გულისხმობს, რომელიც კაცების მიერაა შექმნილი და მათივე საჭიროებებზეა მორგებული.

...არასწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ლესბოლებისთვის არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ქალთან ურთიერთობა, ქალთან ერთად ცხოვრება, ქალთან სექსი, რადგან „ქალს“ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ სააზროვნო და ეკონომიკურ სისტემებში. ლესბოსელები არ არიან ქალები. (1978)

ვიტიგი მარქსიზმის კრიტიკოსი იყო. მისი აზრით, ეს იდეოლოგია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა ჰეტეროსექსუალობის დოგმას, რითაც ხელს უშლიდა არა მარტო ფემინისტთა ბრძოლას, არამედ ზოგადად ფემინიზმსაც. ვიტიგი ჰეტეროსექსუალობას პოლიტიკურ რეჟიმს უწოდებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]