მონიკა სპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონიკა სპირი
Monica Spear.jpg
დაბადების სახელი მონიკა სპირ მუტცი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1984
მარაკაიბო, სულია, ვენესუელა
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 2014, (29 წლის)
პუერტო-კაბელიო, კარაბობო, ვენესუელა
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მეუღლე(ები) ტომას ჰენრი ბერი (2008-2013)

მონიკა სპირ მუტცი (ესპ. Mónica Spear Mootz; დ. 1 ოქტომბერი, 1984 — გ. 6 იანვარი, 2014) — ვენესუელელი ლამაზმანის ტიტულის მფლობელი მოდელი და მსახიობი. 2004 წელს გახდა მის ვენესუელა. 2006 წლიდან ის აქტიურად თამაშობდა სხვადასხვა ტელენოველაში.

სილამაზის კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონიკა სპირი 2004 წელს გახდა მის ვენესუელა. მან მიიღო ეროვნული გვირგვინი და 2005 წელს თავისი ქვეყანა წარადგინა მის სამყაროზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონიკა სპირი დაიბადა რაფაელ სპირი ტუდარესისა და ინგებორგ მოთსი გოტერას ოჯახში. სანამ სილამაზის კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას, იგი სწავლობდა ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში თეატრალურის განხრით.

2008 წელს მონიკა დაქორწინდა ბრიტანელ ბიზნესმენ ტომას ჰენრი ბერიზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი. წყვილი განქორწინდა 2013 წელს. სწორედ, მაშინ, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, მონიკა და ტომასი ცდილობდნენ შერიგებას. მონიკა ფლობდა ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა მოდელის კარიერისა, მონიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ვენესუელურ ტელენოველებში და განასახიერებდა მთავარ პერსონაჟებს. პირველი მთავარი როლი მიიღო RCTV-ის სერიალში Mi Prima Ciela (ჩემი დეიდაშვილი სელია), სადაც განასახიერა ლეიკემიით დავადებული სტუდენტი გოგონას როლი. ვენესუელასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სერიალს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი გადაიცემოდა ამერიკაში ტელეფურტას არხზე. ამ სერიალის შემდეგ მონიკა სპირი სამუშაოდ ვენევისიონში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო სერიალში La Mujer Perfecta (ქალების მხსნელი). ამ სერიალის შემდეგ, მონიკა 2011 წელს თანამშრომლობდა ესპანურენოვან სატელევიზიო კომპანია „ტელემუნდოსთან“, რომელიც მაიამიშია განთავსებული. გამოვიდა მათი ერთობლივი სერიალი "ველური ყვავილი". ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა და 2013 წელს მონიკა კვლავ დაბრუნდა ტელემუნდოზე სერიალ "აკრძალული ვნებით", სადაც პარტნიორობას ჯენკარლოს კარნელას უწევს. ეს იყო მისი ბოლო ტელენოველა სერიალების სამყაროში.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანაშაული ორშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც 29 წლის მონიკა სპირი და მისი 39 წლის ყოფილი მეუღლე ტომას ჰენრი ბერი მონიკას სამშობლოში, კარაკასში შვებულებას ატარებდნენ. 2014 წლის 6 იანვარს მონიკა ყოფილ მეუღლესთან და შვილთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრებოდა.

22:30-ზე მონიკასა და ტომასის ავტომობილი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. ავტომობილს ერთდროულად ორი საბურავი ჰქონდა გახვრეტილი. მალევე ადგილზე ორი ევაკუატორი მივიდა. ავტომობილი ერთ-ერთ სატვირთოზე ატვირთეს და სწორედ ამ დროს უცხოელი ტურისტების ოჯახმა შეიარაღებული დამნაშავეების ყურადღება მიიპყრო. მათი დანახვისას ტომასი და მონიკა ავტომობილში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც დამნაშავეებმა ცეცხლი გაუხსნეს. გამოძიების ვარაუდით, ერთ-ერთმა მათგანმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, როდესაც დამნაშავეებმა სცადეს მათი გაქურდა[1][2], რაც გახდა მათ მიმართ მეტი აგრესიის და შემდგომში, მოკვლის მიზეზი. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ.

გარკვეული დროის შემდეგ მათი მანქანა პოლიციელებმა აღმოაჩინეს. ადგილზე ტომასისა და მონიკას ხუთი წლის ქალიშვილი მაიაც იმყოფებოდა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი. გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადაც დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააპატიმრა. ზოგიერთი მათგანი მოზარდი იყო. ცნობილი გახდა ისიც, რომ დამნაშავეებმა გადაიღეს ის მომენტი, როდესაც ცოლ-ქმარი მანქანაში ჩაიკეტნენ. საერთაშორისო მედიაში განხილული იქნა ვენესუელაში მომატებული კრიმინალის დონე.[3]

ინტერვიუში მონიკას ძმამ რიკარდო სპირმა განაცხადა, რომ გოგონამ ჯერ კიდევ არ იცოდა მშობლების დაღუპვოს შესახებ. მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე ნათესავებმა აიღეს.[4] ოჯახის ორივე მხარე შეთანხმდა მაიას საცხოვრებელზე. ნიკოლას მადუროს, ვენესუელის პრეზიდენტის აზრით, წყვილის მკვლელობის მიზეზი იყო საპნის ოპერები.[5]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური
2006 El Desprecio
2007 Mi prima Ciela
2009 Calle luna, Calle sol
2010 Que el cielo me explique
2010-2011 La Mujer Perfecta
2011-2012 Flor Salvaje
2013 Pasión Prohibida

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sandra Guerrero/Tibisay Romero. Asesinados la actriz Mónica Spear y su pareja Spanish. El-nacional.com. ციტირების თარიღი: January 8, 2014.
  2. Staff. Matan a balazos durante un asalto a una ex Miss Venezuela Spanish. Clarin.com. ციტირების თარიღი: January 8, 2014.
  3. Former Miss Venezuela and ex-husband killed in robbery. The Irish Times. ციტირების თარიღი: January 8, 2014.
  4. Gerard Couzens. “Five-year-old daughter of Miss Venezuela shot and killed by robbers doesn't know her parents are dead, family reveals“, 9 January 2014. ციტირების თარიღი: 10 January 2014. 
  5. Webb, Sam. (January 22, 2014) Double murder of Briton and his Venezuelan beauty queen wife is blamed on soap operas by country’s president. Daily Mail. ციტირების თარიღი: January 23, 2014.