შინაარსზე გადასვლა

მონდეგილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონდეგილი
ალტერნატიული
სახელები
მუნიგლი ან ფრიქიულინი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი მილანი
მთავარი
ინგრედიენტები
საქონლის ხორცი

მონდეგილი ― ხორცის ბურთულები, დამახასიათებელია მილანური სამზარეულოსთვის.

ეს კერძი შექმნეს მილანში, სადილის მომზადების შემდეგ დარჩენილი ზედმეტი საქონლის ხორცის გამოყენების მიზნით და ის თითქმის შექმნისთანავე გახდა პოპულარული. ხორცის ბურთულებს ხშირად ამატებენ ძეხვს, უმ სალიამის, ღვიძლს, მორტადელას და სხვა პროდუქტებს.

მიუხედავად იმისა, რომ მონდეგილი მილანურ კერძად მიიჩნევა, ის ასევე მზადდება პავიაში - სადაც მუნიგლის სახელით იცნობენ - და ლომელინას რაიონში,[1][2] სადაც ფრიქიულინის უწოდებენ.[3]

თავდაპირველი რეცეპტის მიხედვით, ოთხი პორციისთვის განკუთვნილი ინგრედიენტებია: 300 გრ მოხარშული ხორცი, ერთი კვერცხი, რძეში დამბალი, გაწურული და გაცრილი როზეტას პურის ნამცეცები, დაჭრილი ოხრახუში, ყვითელი ლიმონის ცედრა გემოვნებით, მარილი, კარაქი. ეს კერძი ძირითადად მზადდება დღესასწაულებზე გაშლილ სუფრაზე დარჩენილი ხორცით, აცხობენ ტაფაში და ბოლოს მისგან აკეთებენ ბურთულებს, რომლებიც ბურგერის კატლეტის ფორმასაც წააგავს.[4] რადგან ეს კერძი დარჩენილი საკვებისგან მზადდება, ინგრედიენტების სიაში მრავალი ვარიაციაა. დამრგვალების შემდეგ ხორცის ბურთულები კარაქში იწვება, როგორც ეს ლომბარდიაშია მიღებული.

  1. Mondeghili it. ციტირების თარიღი: 19 September 2021
  2. Massimo Lanari. (26 October 2015) Mondeghili, le polpette milanesi it. ციტირების თარიღი: 14 November 2017
  3. Friciulìn, Munighili, Mondeghili, Polpette it (26 October 2020). ციტირების თარიღი: 16 May 2025
  4. 5 posti dove mangiare i mondeghili a Milano it. ციტირების თარიღი: 2 December 2020

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]